ბიუჯეტის შესრულების ტენდენციები და გაცვლით კურსზე მოქმედი მაკროეკონომიკური პარამეტრები



მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გამართა სპეციალური ბრიფინგი, რომელზეც ისაუბრა ბიუჯეტის შესრულების ტენდენციებსა და გაცვლით კურსზე მოქმედ მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე.

მისი განცხადებით, მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზის კორექტირებიდან გამომდინარე, ბიუჯეტში განხორციელდა ცვლილებები. ცვლილებებმა დეფიციტის 3%-ის ფარგლებში შენარჩუნება უზრუნველყო. რასაც მიესალმა საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ამასთან, მოსალოდნელია საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულება.

• 2015 წლის 7 თვის ფაქტიური მონაცემებით, თითქმის ერთი მილიარდი ლარით მეტია ბიუჯეტში მობილიზებული, გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო გადასახდელების ნაწილში 580 მლნ ლარით მეტია ათვისებული 2014 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, რაც მიუთითებს ბიუჯეტის თანაბარი ხარჯვის ტენდენციაზე;

• 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები, ისევე როგორც წლის ბოლომდე ხარჯვის პროგნოზი, გამოირჩევა თანაბარი ხარჯვის ტენდენციით წინა წლებისგან განსხვავებით;
• 2015 წლის ბიუჯეტის გეგმის თანახმად, წელს, ისევე როგორც 2014 წელს მოხდება ბიუჯეტის დეპოზიტებზე ნაშთის დაგროვება;

• 2015 წელს საბიუჯეტო დახმარების სახით დონორებისგან მისაღები სახსრები თითქმის 50 მლნ აშშ დოლარით აჭარბებს საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გასაწევ ხარჯებს, განსხვავებით გასული წლებისგან, როცა საგარეო ვალის მომსახურების ხარჯები აღემატებოდა უცხოური წყაროებიდან საბიუჯეტო დახმარების სახით მისაღებ შემოსავლებს;

• სახაზინო სავალუტო ოპერაციებით იანვარ-ივლისის პერიოდში 81 მლნ აშშ დოლარით მეტი რესურსის მობილიზება მოხდა ბიუჯეტის ანგარიშებზე, ხოლო წლის ბოლომდე, მოხდება დამატებით 110 მლნ აშშ დოლარის დაგროვება;

• გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად მცირდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და შეადგენს 1419 მლნ აშშ დოლარს (შემცირება შეადგენს 192 მლნ აშშ დოლარს);

• პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გასულ, რეკორდულ წელთან შედარებით ნაკლებია, თუმცა მაინც მაღალია 2012-2013 წლებთან შედარებით. 2015 წლის პროგნოზი შეადგენს 1186 მლნ აშშ დოლარს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროგნოზები ეყრდნობა კონკრეტულ, დაგეგმილ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიღებული აქვთ კომპანიებს;

მიმდინარე წლის მე-3 და მე-4 კვარტლებში, უცხოური ვალუტის ნაკადები პოზიტიური იქნება. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს აჭარბებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საპროგნოზო მაჩვენებელი. ასევე დამატებით იქნება სხვა ფინანსური ნაკადები.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა,
• 2015 წლის ბიუჯეტი გამოირჩევა ყველაზე თანაბარი ხარჯვით; 
• მაკროეკონომიკური საფუძვლები კურსის გაუფასურებისთვის არ არსებობს; 
• ეკონომიკამ სრულად მოახდინა ადაპტირება გარე შოკების მიმართ; 
• აღნიშნული ადაპტაციის პროცესში საბიუჯეტო პოლიტიკამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი.



იხილეთ მიმაგრებული ფაილი
 

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა