საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი ქვეყნების მოლაპარაკებებს მასპინძლობს



საქართველო კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს.

მიმდინარე წლის 24-25 აგვისტოს, თბილისში იმართება აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) დამფუძნებელი ქვეყნების მთავარი მომლაპარაკებლების მე-6 შეხვედრა (Chief Negotiators’ Meeting), რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 57 დამფუძნებელი ქვეყანა.

საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა.

ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება: ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, აზიაში სავაჭრო კავშირების გაუმჯობესება ინფრასტრუქტურასა და წარმოებაში ინვესტირების გზით. ბანკის საწესდებო კაპიტალი 100 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

თბილისში შეხვედრისას, განხილული იქნება ბანკის დაფუძნებასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, მოხდება ბანკის პრეზიდენტის შერჩევა.

ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ვიზიტისას, გაიმართება ბანკის გენერალური მდივნის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

შედგება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან, ფინანსთა მინისტრთან ნოდარ ხადურთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ნოდარ ჯავახიშვილთან.

სტუმრები გაეცნობიან საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს სხვადასხვა სექტორში, ქვეყანაში არსებულ ბიზნეს-გარემოს.

 

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

15აპრილი დღე თვე წელი
2024 12.04 01.04 01.01
  12.04 12.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 760.72 140.1 1 577.3
შემოსულობები : 90.7713.07 029.5
მ.შ გადასახადები :85.9
620.55 832.9
გადასახდელები : 67.61 069.3
6 823.0
ნაშთი ბოლოს : 1 783.8 1 783.81 783.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა