ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში შიდა აუდიტორთა ტრენინგი დასრულდა



მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში დასრულდა ტრენინგი სახელმწიფო სექტორში (ფინანსთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და მეცნიერების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ენერგეტიკის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები) შიდა აუდიტის დეპარტამენტში დასაქმებული პირებისთვის.

ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სახაზინო სამსახურის უფროსმა ცოტნე ყავლაშვილმა, დიდი ბრიტანეთის ატაშემ საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ ვილკესმა.

საჯარო სექტორში ძლიერი შიდა აუდიტის ინსტრუმენტი ხელს შეუწყობს როგორც დაწესებულების კონტროლის სისტემის გაძლიერებას, ისე რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და მათი პროდუქტიულობის ამაღლებას.

ტრენინგი მიზნად ისახავდა სახელმწიფო უწყებებში ფუნქციურად ძლიერი შიდა აუდიტის სამსახურის ჩამოყალიბებას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრულ რეფორმას შეესაბამება.

აღნიშნული ტრენინგები მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორებიცაა შესყიდვების, ადამიანური რესურსების მართვის, თაღლითობის და ინფორმაციული მენეჯმენტის აუდიტი.

„დღეს დასრულდა ტრენინგი ათი საჯარო უწყების შიდა აუდიტორებისთვის. აღნიშნული ღონისძიება პირდაპირ უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა საჯარო ფინანსების მართვა და მის ეფექტიანი გამოყენება. სწორედ ასეთი ტრენინგების შედეგად ხდება კადრების პროფესიულ ზრდა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა, რომელმაც კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს ტრენინგების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის რეფორმაზე ფინანსთა სამინისტროს სახელწმიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტმა მუშაობა 2012 წლიდან დაიწყო და შიდა აუდიტორებს პროფესიული  განვითარებისთვის არაერთი კურსი შესთავაზა. 

სწავლება ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა და მისი ორგანიზატორები იყვნენ ბრიტანეთის საელჩო საქართველოში და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამა (PDP).

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

18აპრილი დღე თვე წელი
2024 17.04 01.04 01.01
  17.04 17.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 224.22 140.1 1 577.3
შემოსულობები : 61.21 306.57 622.9
მ.შ გადასახადები :57.2
1 193.16 405.5
გადასახდელები : 118.41 279.5
7 033.2
ნაშთი ბოლოს : 2 167.0 2 167.02 167.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა