დღეს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში აზიმ სადიკოვს.
განიხილეს მიმდინარე ეკონომიკური საკითხები და 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ფინანსთა მინისტრის მონაწილეობას საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელიც წელს პერუს დედაქალაქ ლიმაში ოქტომბერში იმართება.