მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის ხელი მოეწერა „შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვე-პროგრამა 2“-ის სასესხო ხელშეკრულების პროექტს.
"აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის წლების მანძილზე ძლიერი კავშირი ჩამოყალიბდა. დღეს ხელი მოვაწერეთ 75 მილიონიან პროგრამას, რომლის მიზანიც შიდა რესურსების მობილიზება და გაუმჯობესებაა. ეს ხელშეკრულება ჩვენი პარტნიორობის შემდეგი ეტაპია. ვიმედოვნებთ, რომ ეს ნაბიჯი ჩვენს თანამშრომლობასა და საერთო პროფილს მომავალში კიდევ უფრო გაზრდის და გაამყარებს", - განაცხადა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარმა.