ჯანმრთელობის საყოველთაო დაცვის პროგრამის შეუფერხებელი განხორციელებისთვის წელს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 96.0 მლნ ლარით იზრდება



მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, 84-ხმით, საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიმდინარე წლის 9-10 თვის ეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა ბიუჯეტის შემოსულობების კორექტირება და საბიუჯეტო სახსრების გადანაწილება ბიუჯეტის გადასახდელებში არსებული საჭიროებების მიხედვით.

2015 წლის 9-10 თვის ფაქტიურ მონაცემებზე დაყრდნობით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზებისა და საგადასახადო შემოსავლების დინამიკის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი იზრდება 120.0 მლნ ლარით და განახლებული პროგნოზი შეადგენს 7 520.0 მლნ ლარს, ასევე იზრდება პრივატიზაციიდან მისაღები შემოსულობები 45.0 მლნ ლარით, ხოლო შემოსულობების სხვა სახეები კორექტირდება შესრულების ტენდენციის გათვალისწინებით.

აღსანიშნავია, რომ მცირდება სახელმწიფო ვალის აღების მაჩვენებელი 293.0 მლნ ლარით, მათ შორის, სახაზინო ვალდებულებების სახით მისაღები შემოსულობები მცირდება 185.0 მლნ ლარით, ხოლო საგარეო წყაროებიდან მისაღები კრედიტები მცირდება 108.0 მლნ ლარით. ჯამში, ბიუჯეტის შემოსულობები მცირდება (ვალის შემცირების ხარჯზე) 155.0 მლნ ლარით და შეადგენს 9 745.0 მლნ ლარს.

გადასახდელების ნაწილი იზრდება 45.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 9 620.0 მლნ ლარით, რაც ძირითადად გამოწვეულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეუფერხებლად განხორციელებისათვის დამატებითი რესურსის მოზიდვის საჭიროებით:

• ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 96.0 მლნ ლარით, „ჯანმრთელობის საყოველთაო დაცვის“ პროგრამის შეუფერხებელი განხორციელების მიზნით.

• რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება მცირდება 76.0 მლნ ლარით, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრების ნაწილში 15.0 მლნ ლარით, ხოლო საინვესტიციო კრედიტების ნაწილში 64.0 მლნ ლარით, ამასთან საინვესტიციო გრანტების ნაწილში იზრდება 3.0 მლნ ლარით;

• სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება ჯამში მცირდება 5.0 მლნ ლარით (მათ შორის ლიზინგის ვალდებულების დასაფინანსებლად ემატება 4.0 მლნ ლარი, ხოლო ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების გაუმჯობესება (WB) მცირდება 9.0 მლნ ლარით);

• 15.0 მლნ ლარით იზრდება საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი, წლის ბოლომდე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით („საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მიღწეული შედეგების მიხედვით სპორტსმენთა დაჯილდოებისთვის საჭიროა 7.0 მლნ ლარამდე)

• 15.0 მლნ ლარით იზრდება „წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი“, რაც გამოწვეულია წინა წლებში წარმოქმნილი საერთაშორისო დავების დასრულების შედეგად წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვით.

წარმოდგენილი ცვლილებების შედეგად, წლის ბოლომდე სახელმწიფო ბიუჯეტი დააგროვებს 125.0 მლნ ლარს, ნაცვლად 325.0 მლნ ლარისა.

დამტკიცებულ ბიუჯეტში ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები უცვლელია.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა