საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ვიზიტი თურქეთში



საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრის, ბიულენთ თუფენქჯის მიწვევით საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებებზე დასასწრებად თურქეთის დედაქალაქში იმყოფება.

ანკარაში მინისტრებს შორის უკვე გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, რომელზეც განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა საბაჟო სფეროში შესაბამისმა სამსახურებმა ოპერატიულ რეჟიმში გაცვალონ ინფორმაცია და მონაცემები, რაც ხელს შეუწყობს მომსახურების გაუმჯობესებას და ნდობის ამაღლებას ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციას შორის. ასევე განიხილეს საბაჟო სფეროში თანამშრომლობის სხვადსხვა პრიორიტეტული მიმართულებები რეგიონში ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარების თვალსაზრისით.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრებმა ხელი მოაწერეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის TIR ინფორმაციის ელექტრონულ რეჟიმში გაცვლის - eTIR პილოტური პროექტის შესახებ" ოქმს.

ასევე, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი დაესწრება თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის სამინისტროში საბაჟო მონიტორინგის ცენტრის გახსნას, რომელიც საბაჟო კონტროლის ეფექტურად განხორციელებას ემსახურება.

დღესვე, გაიმართება საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელზეც მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

დღის ბოლოს, საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ღირსების სიგელები გადაეცემათ თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის სამინისტროს წარმატებულ მებაჟე-ოფიცრებსა და თანამშრომლებს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა