თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 98 წლის იუბილე



ფინანსთა მინისტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ხადური უნივერსიტეტის დაარსებიდან 98 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ გახსნა.

სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა უნივერსიტეტის დაარსების მნიშვნელობაზე და კოლეგებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის იუბილე მიულოცა.

„დღეს უმნიშვნელოვანესი თარიღია, 98 წლის წინ, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, ივანე ჯავახიშვილმა თბილისის უნივერსიტეტში პირველი ლექცია წაიკითხა და ამით საფუძველი ჩაეყარა პირველ ეროვნულ უნივერსიტეტს. უნივერსიტეტის დაარსება არ იყო მხოლოდ სასწავლო ან სამეცნიერო დაწესებულების დაფუძნება. ეს დამოუკიდებლობის გზაზე გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იყო, რაც ასიოდე დღის შემდეგ ეროვნული დამოუკიდებლობის გამოცხადებაში გადაიზარდა. დაარსების დღიდან, უნივერსიტეტი ეფუძნება ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობების სწავლების იდეას. თავად უნივერსიტეტი კი შემდგომში მრავალი წარმატებული ქართული უმაღლესი სასწავლებლის აკვანი გახდა. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს უდიდესი წვლილი შეჰქონდათ და შეაქვთ საქართველოს უკეთესი მომავლისათვის ბრძოლაში. სწორედ უნივერსიტეტი იყო მრავალი გარდამტეხი პროცესის სათავესთან და მხოლოდ ქართული ენისა თუ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაც ადასტურებს ამას. ვულოცავ ჩემს კოლეგებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და ყველა ყოფილ სტუდენტს, კურსდამთავრებულს უნივერსიტეტის დაარსების დღეს. მეც მის კედლებში აღვიზარდე ისევე, როგორც არაერთი თაობა და მიხარია, რომ დღემდე მაქვს შესაძლებლობა, სტუდენტებს ვუზიარებდე საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას. იმედი მაქვს თანამედროვე და მომავალი თაობები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქართველების ალმა-მატერი ღირსეულ ადგილს იკავებდეს მსოფლიო საუნივერსიტეტო თანამეგობრობაში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის, უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის მედლებით დაჯილდოვდნენ თსუ-ს ფაკულტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლები.


სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

29მარტი დღე თვე წელი
2024 28.03 01.03 01.01
  28.03 28.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 446.21 418.2 1 577.3
შემოსულობები : 122.61 729.15 498.3
მ.შ გადასახადები :10.1
1 353.04 527.0
გადასახდელები : 91.11 669.5
5 597.9
ნაშთი ბოლოს : 1 477.8 1 477.81 477.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა