2016 წლის 10 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N5 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 40 700 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური - 12,890%, მაქსიმალური - 14,110%, ხოლო საშუალო შეწონილი 13,884%.