საპროექტო ხელშეკრულება „ქუთაისის წყალარინების პროექტის” განხორციელების მიზნით



ფინანსთა სამინისტროში ხელი მოეწერა საპროექტო ხელშეკრულებას ევროპის საინვესტიციო ბანკსა (EIB) და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ შორის „ქუთაისის წყალარინების პროექტის” განხორციელების მიზნით.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ევროპის საინვესტიციო ბანკის  (EIB) ვიცე პრეზიდენტმა ლასლო ბარანიაიმ და  შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ ხუციშვილმა.

„ქუთაისის წყალარინების პროექტი”-ს დაფინანსების მიზნით EIB-მ საქართველოსთვის გამოყო 100 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი. აღნიშნული ხელშეკრულება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2015 წლის 15 ოქტომბერს EIB-ის ვიცე პრეზიდენტის, ლასლო ბარანიაის საქართველოში პირველი ვიზიტის დროს გაფორმდა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ქუთაისის წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. კერძოდ, შეიცვლება ძველი და დამონტაჟდება ახალი საკანალიზაციო მილები, ჩამდინარე წყლების ახალი სატუმბი სადგურები, მოეწყობა ახალი და მოხდება ძველი საკანალიზაციო ჭების რეაბილიტაცია; აშენდება ჩამდინარე წყლების გამწმენდი ახალი ნაგებობა.

პროექტს განახორციელებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. 
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით წყლის სექტორში მიმდინარეობს ორი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს რეგიონების (სამეგრელო, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, გურია, შიდა ქართლი და კახეთი) მასშტაბით წყლისა და სანირების სფეროში ეფექტურობის, მომსახურების, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით პროექტების განხორციელებას.   

 

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა