2016 წლის 27 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N14 აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 33 420 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური - 11,500%, მაქსიმალური - 11,890%, ხოლო საშუალო შეწონილი 11,749%.