ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ მინისტერიალს დაესწრო



ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი, ქალაქ ვენაში, დაესწრო მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრის (CFRR) ორგანიზებულ მინისტერიალს, რომლის ძირითადი თემა იყო ხარისხიანი ფინანსური ანგარიშგების გავლენა ინვესტიციების ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებაზე.

მინისტერიალის ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც რეფორმის პროგრესის განსახილველად და ფინანსური ანგარიშგების სფეროში გამოცდილების გასაზიარებლად, მოწვეული იყვნენ ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები.

მინისტერიალზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა ისაუბრა ქვეყანაში ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის რეფორმის მნიშვნელობაზე, ძირითად გამოწვევებზე და იმ დახმარებაზე, რომელიც შესაძლოა, მსოფლიო ბანკმა და სხვა დონორმა ორგანიზაციებმა გაუწიონ საქართველოს მთავრობას რეფორმის წარმატებულად განხორციელებისთვის.

შეხვედრის ფარგლებში გაკეთდა პროგნოზები იმის თაობაზე, თუ რა მიღწევები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს აღნიშნული რეფორმის მიმართულებით შემდეგი მინისტერიალისთვის, რომელიც ტრადიციულად ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა