ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობს



24 მაისს, ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქ. ასტანაში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონულმა კონფერენციამ, რომელშიც საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მონაწილეობს.

კონფერენცია ასტანის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიმდინარეობს და განიხილება მაკროეკონომიკური და სტრუქტურული პოლიტიკის პრობლემური საკითხები.

კონფერენციაზე, მონაწილეთა წინაშე სიტყვით გამოვიდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი კარიმ მასიმოვი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებელი კრისტინ ლაგარდი.

კონფერენციის მსვლელობისას, დაგეგმილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ყაზახეთის, სომხეთისა და ყირგიზეთის ფინანსთა მინისტრებთან, ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, მასუდ აჰმედთან.

დღესვე, კონფერენციაზე დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის სიტყვით გამოსვლა. ნოდარ ხადური ისაუბრებს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე, თავისუფალი ვაჭრობისა და რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

17აპრილი დღე თვე წელი
2024 16.04 01.04 01.01
  16.04 16.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 137.92 140.1 1 577.3
შემოსულობები : 153.91 245.37 561.7
მ.შ გადასახადები :150.8
1 135.96 348.2
გადასახდელები : 67.61 161.1
6 914.8
ნაშთი ბოლოს : 2 224.2 2 224.22 224.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა