ბიზნესის დამოკიდებულება საგადასახადო სისტემისადმი საქართველოში - ახალი კვლევის შედეგები



ბიზნესის დამოკიდებულება შემოსავლების სამსახურის საქმიანობის მიმართ დადებითია - ასეთია იმ კვლევის შედეგები, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის, “მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) საგრანტო პროგრამის ფარგლებში მომზადდა. კვლევის შედეგების პრეზენტაციას სასტუმრო „თბილისი რუმსში“ დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო.

კვლევა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დაკვეთით CRRC-საქართველოს (კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი) მიერ მომზადდა და მასში კომპანიები დადებითად აფასებენ შემოსავლების სამსახურის საქმიანობას.

გამოკითხული კომპანიების უმრავლესობა სარგებლობს და კმაყოფილია შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებული სერვისებით ისევე, როგორც მისი თანამშრომლების კომპეტენტურობით და ოპერატიულობით. გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა, ასევე, გამოთქვა საგადასახადო კანონმდებლობის გაუმჯობესების სურვილი. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოწმებებისათვის დახარჯული დრო და ჯარიმების ოდენობა უარყოფით გავლენას არ ახდენს კომპანიების მიერ სისტემის ზოგად შეფასებაზე. გამოიკვეთა რიგი სერვისები, რომლებსაც ყველაზე აქტიურად მოიხმარენ კომპანიები, კერძოდ: ცხელი ხაზის, ელექტრონული ფოსტითა და სერვისცენტრის მომსახურება, ასევე, წინასწარი დეკლარირება დოკუმენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მიტანით და საქონლის საბაჟო დეკლარირება მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით და სხვა.

„უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის შედეგები არის ობიექტური. ჩვენ ეს ინფორმაცია გვქონდა, მაგრამ როდესაც ისეთი რეპუტაციისა და ავტორიტეტის მქონე ორგანიზაცია, როგორიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოა, ატარებს კვლევას და ადასტურებს ამ მოსაზრებას, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. ძალიან კარგია, რომ ბიზნესის 99%-ს არანაირი პრობლემა არ აქვს საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით, თუმცა ცხადია, ჩვენ დავინტერესდებით იმ ერთი პროცენტის პრობლემებით, რომელიც იდენტიფიცირებული იქნება”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

როგორც მან აღნიშნა, ფინანსთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობს ბიზნესთან და მზადაა, ხელი შეუწყოს მის განვითარებას. „ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი იმას, რომ ბიზნესი განვითარდეს და შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები. ის, რომ ათეულობით ათასი სამუშაო ადგილია შექმნილი ქვეყანაში, სწორედ ბიზნესის, და სწორედ იმის დამსახურებაა, რომ შემოსავლების სამსახური და საგადასახადო ორგანო დღეს არ არის პოლიტიკური იარაღი. ეს არის ძალიან კარგი ფისკალური ინსტრუმენტი სახელმწიფოს ხელში, რომელიც მოწოდებულია, რომ სახელმწიფომ შეასრულოს თავისი ფუნქციები და ბიზნესი ჰარმონიულად ვითარდებოდეს“, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

„ჩვენთვის, შემოსავლების სამსახურისთვის, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა დამოკიდებულება აქვს საგადასახადო ადმინისტრირების და ზოგადად, შემოსავლების სამსახურის საქმიანობის მიმართ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს - ბიზნესს. აღნიშნული კვლევის მიზანი კი, სწორედ ბიზნესის დამოკიდებულების განსაზღვრა, ანალიზი და შეფასება იყო“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა.

როგორც აშშ-ის განვითარების სააგენტოს პროექტის, „მმართველობა განვითარებისთვის“ ხელმძღვანელის მოადგილემ, ნატალია ბერუაშვილმა აღნიშნა, კვლევის პროცესში ათასზე მეტი კომპანია გამოიკითხა. მისი თქმით, შემოსავლების სამსახურის სერვისი შეფასდა საკმაოდ დადებითად, თუმცა გამოვლინდა ის სფეროები, სადაც საჭიროა დამატებითი რეფორმების ჩატარება.

პრეზენტაციას ბიზნესისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კვლევის შედეგების გაცნობა შესაძლებელია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა