ფინანსთა მინისტრის შეხვედრა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან



საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა (GEA) და საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ორგანიზებულ შეხვედრას ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიები. განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა: ადგილობრივი წარმოების პრობლემატიკა, საბაჟო და საგადასახადო სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და ინიციატივები.

ფინანსთა მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის, “მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) საგრანტო პროგრამის ფარგლებში მომზადებული ახალი კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ბიზნესის დამოკიდებულება შემოსავლების სამსახურის საქმიანობის მიმართ დადებითია. მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, გაგრძელდეს აქტიური დიალოგი ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა ხელი შეეწყოს მათ განვითარებას და ერთობლივად მოხდეს იმ პრობლემური საკითხების მოგვარება, რომლებიც კერძო სექტორისთვის მნიშნელოვანია.

„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო დიალოგი გაიმართა - გულახდილი საუბარი იყო ორივე მხრიდან იმ პრობლემებზე, რომლებიც ბიზნესს აქვს. ვისაუბრეთ პრობლემების წარმოშობაზეც და მათი გადაწყვეტის გზებზეც. ჩვენ დავპირდით ბიზნესმენებს, რომ ჩავუღრმავდებოდით მათ კითხვებს. გარკვეულ საკითხებზე დღესვე მივიღეთ გადაწყვეტილება. არის საკითხები, რომლებიც საკანონმდებლო ჩარევას საჭიროებს. ერთი რამ უნდა ითქვას, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს ბიზნესგარემოს ფორმირებას და ჩვენ ამ კომუნიკაციას ბიზნესთან მომავალშიც გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, ფინანსთა მინისტრმა უპასუხა კერძო სექტორის წარმომადგენელთა შეკითხვებს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა