2016 წლის 27 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N25 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 7 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 91 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური - 6.550%, მაქსიმალური - 6.670%, ხოლო საშუალო შეწონილი 6,598%.