2016 წლის 10 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N27 აუქციონზე გაიყიდა 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 9 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 129 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური - 6,560%, მაქსიმალური - 6,670%, ხოლო საშუალო შეწონილი 6,613%.