2016 წლის 31 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N30 აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 25 020 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური - 9.450%, მაქსიმალური - 9.900%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.612%.