ფინანსთა მინისტრმა თსუ-ს სტუდენტებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა



ფინანსთა მინისტრმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ნოდარ ხადურმა, თსუ-ს რექტორ გიორგი შარვაშიძესთან, ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან, განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან და დედაქალაქის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა.

„გილოცავთ, განსაკუთრებით პირველკურსელებს ვულოცავ დღევანდელ დღეს. ჩემთვის, როგორც უნივერსიტეტის პროფესორისთვის, ძალიან სასიხარულოა, რომ მეძლევა შესაძლებლობა, აქ ვიყო. 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი. დღევანდელობასთან შედარებით, ცა და დედამიწასავით განსხვავდება ის სიტუაცია, როდესაც მე განათლებას ვიღებდი. ძალიან მიხარია ის, რომ სტუდენტები დღესაც მოწადინებული არიან, რომ განათლების რეფორმა განხორციელდეს და სწავლის ხარისხი გაუმჯობესდეს. ვფიქრობ, განათლების რეფორმა მუდმივი, დინამიკური პროცესია და ის არ შეიძლება, ოდესმე დამთავრდეს. ამ პროცესში, ცხადია, სტუდენტების ჩართულობა მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც, პროფესორებისა და სპეციალისტების. დიალოგსა და ჩართულობას ალტერნატივა არ გააჩნია.

განათლება არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი - ბოლო წლების განმავლობაში 50 პროცენტით არის გაზრდილი განათლების სამინისტროს დაფინანსება, გაზრდილია პედაგოგებისა და მეცნიერების ხელფასები, გაზრდილია, ასევე, სამეცნიერო კვლევების დაფინანასება. ცხადია, რომ საჭიროა, აღნიშნული დაფინანსებები კიდევ გაიზარდოს და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან ერთად, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ განათლების რეფორმა იყო, არის და იქნება ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, თსუ-ში 3500-მდე აბიტურიენტი ჩაირიცხა. მათ შორის, 70 პროცენტზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა თსუ-ს სასწავლო კორპუსებსა და კვლევით ინსტიტუტებში.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა