თბილისის განახლებული ავტოპარკი



მუნიციპალური ავტოპარკი გერმანული კომპანია „MAN-ის“ 10 ახალი ავტობუსით განახლდა. რესპუბლიკის მოედანზე გამართულ პრეზენტაციას, დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდის (E5P) ყველა დონორს, ფონდში შეტანილი წვლილისა და პროექტის მხარდაჭერისთვის.

„პროექტის ფარგლებში, შესაძლებლობა მოგვეცა შეგვეძინა ევროსტანდარტების შესაბამისი ავტობუსები, რომელთაგან პირველი 10 დღეს სახეზეა და დანარჩენი, ეტაპობრივად იქნება მოწოდებული. ავტობუსები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და აღჭურვილია ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე ძრავებით, რაც შედარებით მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს და არის სრულიად უსაფრთხო. გვჯერა, რომ პროექტს ექნება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი და გაზრდის თბილისში ურბანული ტრანსპორტის მობილობას, უსაფრთხოებას, კომფორტსა და ეფექტურობას. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ ასეთი ღირებული მხარდაჭერისთვის და დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც ასეთივე წარმატებით გაგრძელდება და გაღრმავდება, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

შეგახსენებთ, რომ „თბილისის ავტობუსების პროექტისთვის“ მიმდინარე წლის 11 მაისს, ქალაქ ლონდონში, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის, ხელი მოეწერა სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს, რომელთა საფუძველზეც, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 27 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდმა გრანტის სახით 7 მილიონი ევრო გამოყო.

შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველმა, ნოდარ ხადურმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.

გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა გერმანულმა კომპანია MAN-მა, რომელმაც დააკმაყოფილა ყველა ტექნიკური პირობა და მოთხოვნა.

ავტოპარკის განახლების პირველი ეტაპი 2017 წლის დასაწყისში დასრულდება და დედაქალაქში, ჯამში, 143 ახალი ავტობუსი შემოვა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

18აპრილი დღე თვე წელი
2024 17.04 01.04 01.01
  17.04 17.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 224.22 140.1 1 577.3
შემოსულობები : 61.21 306.57 622.9
მ.შ გადასახადები :57.2
1 193.16 405.5
გადასახდელები : 118.41 279.5
7 033.2
ნაშთი ბოლოს : 2 167.0 2 167.02 167.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა