ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება



პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში მონაწილეობა მიიღო და ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვებულს სპეციალური პრიზი გადასცა.

მისასალმებელ სიტყვაში, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის სექტორის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, აღნიშნული სექტორი ქმნის ძალიან ბევრ სამუშაო ადგილს და მოაქვს მნიშვნელოვანი შემოსავალი.

„წელს, ტურიზმის სექტორში ველოდებით 6,4 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს, ხოლო სექტორიდან - 2 მილიარდ 100 მილიონ დოლარზე მეტ შემოსავალს,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
„მნიშვნელოვანია, როდესაც სექტორში მოღვაწე კომპანიებს უფასდებათ შრომა და მათ ხმამაღლა ვეუბნებით მადლობას“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
დაჯილდოება წელს მეორედ გაიმართა და 19 ნომინაციაში გამარჯვებული კომპანიები გამოავლინა.

ნომინანტების შეფასების პროცესი ორ ეტაპად იყო გაყოფილი, პირველ ეტაპზე - ონლაინ ხმის მიცემა პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობდა, ხოლო მეორე ეტაპზე ნომინანტები - კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა, რომელიც დაკომპლექტებული იყო საერთაშორისო და ქართველი ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს პროფესიონალისგან.

მეტი გამჭვირვალობისა და ობიექტურობისთვის, ჟიურის შეფასება და ონლაინ ხმები თითოეული ნომინანტისთვის პროექტის დამოუკიდებელმა აუდიტორმა „ბიდიო საქართველომ“ დაითვალა და შეაჯამა. შემდეგ ფინალისტები და გამარჯვებულები თითოეულ ნომინაციაში გამოავლინა.

ორგანიზატორების განცხადებით, “Welcome to Georgia“ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მიზანია, ხელი შეუწყოს ამ სფეროს განვითარებას საქართველოში და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა