დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერს შეხვდა



პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტს, სირილ მიულერს შეხვდა.
  
მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დიმიტრი ქუმსიშვილს მიულოცა ფინანსთა მინისტრად დანიშვნა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ურთიერთობის არსებული და მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა და 2017 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები.

აღინიშნა, რომ 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამის - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ შესრულებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის სოციალური დაცვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. რეფორმების 4-პუნქტიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და დასახული შედეგების მიღწევის მიზნით მნიშვნელოვანია არსებული ფისკალური რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება.

შეხვედრაზე ითქვა, რომ ეკონომიკური ზრდის დაჩქარების დაჩქარების და კერძო ინვესტიციების წახალისებისათვის საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მოგების გადასახადის რეფორმის სახით, რაც კერძო სექტორს აძლევს საშუალებას მათი მიღებული მოგება, გადასახადების ნაცვლად მიმართონ ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

ამავე დროს, აღინიშნა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდება. კერძოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება (დაახლოებით 800 კმ გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ხიდები, გვირაბები, აეროპორტები, საკურორტო ზონების მოწყობა-განვითარება და ა.შ.), რაც ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

ამასთან, აღნიშნული რეფორმების განსახორციელებლად, ქვეყნის ფისკალური სტაბილურობის და სწრაფი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ბიუჯეტში დამატებითი რესურსების მოძიება.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, აგრეთვე მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

თავის მხრივ, სირილ მიულერმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტების თაობაზე. მათ დადებითად შეაფასა ბანკის საქმიანობა და ყურადღება გაამახვილა სამომავლო პროექტებზე. მისი თქმით, მსოფლიო ბანკი აქტიურად არის ჩართული საქართველოში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის პროცესში, რაც სამომავლოდაც გაგრძელდება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა