ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია „ალტერ ვეის“ წარმომადგენლებს შეხვდა



დღეს, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია „ალტერ ვეის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

კომპანია ონლაინ სარეკლამო მომსახურების გაწევის მიზნით, პარტნიორობას უწევს ისეთ საერთაშორისო ბრენდს, როგორიცაა კომპანია Google (ირლანდიის რეზიდენტ იურიდიულ პირთან Google Ireland Ltd-ის სახით). Google Ireland Ltd-დან მიღებულ სარეკლამო ინფორმაციას/კონტენტს კომპანია ანთავსებს საკუთარ ვებგვერდზე და უზრუნველყოფს მისი მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომობას.

შეხვედრაზე „ალტერ ვეის“ წარმომადგენლებმა ფინანსთა მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს კომპანიის საქმიანობის შესახებ, რომელიც მოიცავს როგორც ციფრული მარკეტინგის, ისე მედიაპროექტების მიმართულებას.

დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესის განვითარების მნიშვნელობას, რადგან იგი ხელს უწყობს დასაქმებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე, საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემოს პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზრებზე.

როგორც ცნობილია, ქართული კომპანიების მიერ საზღვარგარეთ გაწეული მომსახურება, რომელიც წარმოადგენს მომსახურების ექსპორტს, საგადასახადო კანონმდებლობით არ იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით.

ფინანსთა მინისტრის თქმით ის ფაქტი, რომ ქართული კომპანია ონლაინ სარეკლამო მომსახურებას უწევს უმსხვილეს ამერიკულ კორპორაციას, ადასტურებს, რომ ბოლო წლებში საგადასახადო სისტემაში განხორციელებულმა რეფორმებმა, ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებულმა ღონისძიებებმა, ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები კიდევ უფრო პერსპექტიული და მიმზიდველი გახადა ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის.

„მისასალმებელია, რომ ახალგაზრდების ჯგუფმა ჩამოაყალიბა კომპანია, დაიწყო საქმიანობა ციფრული მარკეტინგის მიმართულებით და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპანიას, „Google-ს“ უწევს ონლაინ სარეკლამო მომსახურებას. კომპანიის წარმომადგენლებმა ფინანსთა სამინისტროს მომართეს წინასწარი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, ჩაითვლებოდა თუ არა მათ მიერ გაწეული მომსახურება მომსახურების ექსპორტად, რაზეც მიიღეს დადებითი დასკვნა. ვფიქრობთ, ეს კიდევ უფრო გაამარტივებს და ხელს შეუწყობს კომპანიის საქმიანობას, მეტ რესურს მისცემს განვითარებისთვის”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დღევანდელი გადაწყვეტილება სერიოზულ ბიძგს მოგვცემს განვავითაროთ კომპანია. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ტიპის მომსახურება პერსპექტიულია მთელ მსოფლიოში, ჩვენს ქვეყანაშიც არის დიდი შესაძლებლობა აღნიშნული ბიზნესის განვითარების მიმართულებით,“ - აღნიშნა კომპანია „ალტერ ვეის“ ციფრული მარკეტინგის დირექტორმა, ბექა თვალავაძემ.

როგორც აღინიშნა, კომპანია „ალტერ ვეი“ მომავალშიც აპირებს საინტერესო პროექტების განხორციელებას, ახალი პროდუქტებისა და სამუშაო ადგილების შექმნას.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა