2016 წლის 18 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N4 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 8 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 88 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური - 7.250%, მაქსიმალური - 7.730%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.623%.