დიმიტრი ქუმსიშვილი: საჯარო სამსახური მოსახლეობიდან წამოსული დაკვეთის შესრულებაზე უნდა იყოს ორიენტირებული



საქართველოს მთავრობამ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩომ საქართველოში და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) წარმოადგინეს ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას. ღონისძიებაზე, რომელიც სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა, წარმოდგენილი იყო კვლევის შედეგები, რომელიც ასახავს საქართველოს საზოგადოებისა და საჯარო მოხელეების დამოკიდებულებას საჯარო სამსახურის მიმართ.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეკრებილი აუდიტორიის წინაშე მოხსენება გააკეთა. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და გაეროს განვითარების პროგრამას საქართველოს მთავრობის 2016 წელს შემუშავებული ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილის საჯარო მმართველობის შემდგომ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საჯარო სამსახურის მიმართ საქართველოს საზოგადოებისა და საჯარო მოხელეების დამოკიდებულების კვლევა წარმოაჩენს როგორც საჯარო მმართველობის სფეროში მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს, ისე არსებულ პრობლემებსა და მისი შემდგომი დახვეწის აუცილებლობას, რაც სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ხედვასთან.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საჯარო სამსახური უნდა წარმოადგენდეს საქართველოს საზოგადოების საჭიროებებისა და მოთხოვნების მიხედვით განსაზღვრულ, სამართლიანობაზე დაფუძნებულ ინსტიტუტს. მისი თქმით, აღნიშნული ინსტიტუტის მიერ შექმნილი ყოველი პროდუქტი, გაწეული მომსახურება უნდა იყოს მოსახლეობიდან წამოსული დაკვეთის შესრულებაზე ორიენტირებული.

„პირადად ჩემთვის, ერთ-ერთი ყველაზე ღირებული შეფასება უკავშირდება საჯარო სამსახურზე პოლიტიკური ზეგავლენის შემცირების თვალსაჩინო ტენდენციას, რაც უმნიშვნელოვანესი პირობაა სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობის ჩამოსაყალიბებლად. ასევე, იკვეთება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისადმი პატივისცემის ზრდის მაჩვენებელი, რაც გამოიხატება მოქალაქეებისადმი უფრო ჰუმანური დამოკიდებულისა და საზოგადოებაში პოლიციისა და პენიტენციური დაწესებულებების მიმართ შიშის განცდის მოხსნით. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ეს შეფასება, რაც ცხადყოფს იმას, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სისტემური რეფორმები მიდის სწორი გზით და შედეგი თვალსაჩინოა,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კვლევა ჩაატარა ქართულმა კვლევითმა სააგენტო „ეისითიმ“ 2016 წლის შემოდგომაზე. მისი დასკვნები ეყრდნობა 832 საჯარო მოხელისა და 2,400 მოქალაქის გამოკითხვას.

კვლევის შედეგების მიხედვით, საჯარო მოხელეთა 76%-ს მოსწონს, ხოლო 78%-ი ამაყობს თავისი საქმიანობით. საქართველოს მოსახლეობა უმეტესწილად კეთილგანწყობილია საჯარო სექტორის მიმართ. გამოკითხულთა 79% აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურში მუშაობა პრესტიჟულია. რესპონდენტების 88%-ზე მეტი სახელმწიფო სერვისებს დადებითად აფასებს.
ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ნილს სკოტი.

პროგრამის განხორციელებაში ჩართულია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საჯარო უწყებები, მათ შორის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საჯარო სამსახურის ბიურო, მონაცემთა გაცვლის სააგენტო და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოს მთავრობის 2016 წელს შემუშავებული ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია. დიდი ბრიტანეთის მიერ დაფინანსებული ინიციატივა, რომლის საერთო ბიუჯეტი 4.5 მილიონი გირვანქა სტერლინგია, ეხმიანება ამ რეფორმის პრიორიტეტულ მიმართულებებს და 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა