დიმიტრი ქუმსიშვილი არაბ ინვესტორთა დელეგაციას შეხვდა



პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ჩამოსულ ინვესტორთა დელეგაციას შეხვდა, რომელსაც საერთაშორისო კორპორაციის “MFC” – ის (Millennium Finance Corporation) დამფუძნებელი და თავმჯდომარე კება კეინდე ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა უცხოელ ინვესტორებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო. მან ვრცლად ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომლებიც ქვეყანას აქვს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. მათ შორის, სატრანსპორტო-ლოგისტიკის, ტურიზმის, საბანკო - საფინანსო სექტორებში.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა მთავრობის 4-პუნქტიან რეფორმების გეგმაზე, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში გზებისა და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, რომელიც მთავრობის ერთერთი პრიორიტეტია.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს გაუმჯობესებული მაჩვენებლებზე ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში, მათ შორის, მსოფლიო ბანკის “Doing Business”-ის კვლევაში. აღნიშნული რეიტინგები მნიშვნელოვანი ინფორმაციაა საერთაშორისო ინვესტორებისთვის.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზე, რომელთაც უცხოელ ინვესტორებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედება აძლევს.

უცხოელი ინვესტორებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით. მათ პოზიტიურად შეაფასეს ის ნაბიჯები, რომელიც ამ მიმართულებით იდგმება და აღნიშნეს, რომ სამთავრობო სტრატეგია საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცილებით მიმზიდველს გახდის უცხოელი ინვესტორებისთვის.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე, რომელთა მიმართაც არაბმა ინვესტორებმა დიდი ინტერესი გამოხატეს. მათი განცხადებით, საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, უახლოეს მომავალში რეგიონის საფინანსო ჰაბი გახდეს.

შეხვედრის დასასრულს ითქვა, რომ არაბი ინვესტორები საქართველოს უახლოეს მომავალში კონკრეტული საინვესტიციო წინადადებებით დაუბრუნდებიან.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

29მარტი დღე თვე წელი
2024 28.03 01.03 01.01
  28.03 28.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 446.21 418.2 1 577.3
შემოსულობები : 122.61 729.15 498.3
მ.შ გადასახადები :10.1
1 353.04 527.0
გადასახდელები : 91.11 669.5
5 597.9
ნაშთი ბოლოს : 1 477.8 1 477.81 477.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა