საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახალი კურსი: ,,ფინანსური პროგრამირება და პოლიტიკა’’



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახალი კურსი: ,,ფინანსური პროგრამირება და პოლიტიკა’’ დაიწყო.

კურსი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა, თამარ ჯაფარიძემ გახსნეს.

პროგრამა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეგიდით ტარდება და მასში ქართველ კოლეგებთან ერთად, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და უზბეკეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების, აგრეთვე ეროვნული ბანკისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობენ

სასწავლო კურსს მსოფლიო სავალუტო ფონდის შესაძლებლობების განვითარების ინსტიტუტის ეკონომისტები: ფელიპე ზანა, სამია ბეიდას-შტრომი და ხუან ხოსე ფერნანდეს-ანსოლა უძღვებიან.

სსფ-ის სასწავლო კურსის ჩატარება ხელს უწყობს საქართველოს აქტიურ ჩართულობას სავალუტო ფონდის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში და ეხმარება ქვეყანას ჩამოყალიბდეს როგორც რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ხდება მაღალი დონის პროფესიული გადამზადება/კვალიფიკაციის ამაღლება და ქართული რეფორმების გაზიარება.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ახლახან, ფონდთან მიღწეულია შეთანხმება ახალი, სამწლიანი პროგრამის დაწყების შესახებ. პროგრამა სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას, რომლის მიზანია, ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

18აპრილი დღე თვე წელი
2024 17.04 01.04 01.01
  17.04 17.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 224.22 140.1 1 577.3
შემოსულობები : 61.21 306.57 622.9
მ.შ გადასახადები :57.2
1 193.16 405.5
გადასახდელები : 118.41 279.5
7 033.2
ნაშთი ბოლოს : 2 167.0 2 167.02 167.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა