დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ის ელჩს იან კელის შეხვდა



პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ს ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები. აღინიშნა, რომ აშშ საქართველოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფოა, რომლის მეშვეობითაც განხორციელდა და ამჟამადაც მიმდინარეობს სტრატეგიული პროექტების დაფინანსება.

ყურადღება გამახვილდა იმ მიმართულებებზე, რომლებიც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, დემოკრატიული ინსტიტუციების, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სექტორების მხარდაჭერას.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და მიმდინარე სამთავრობო რეფორმებზე, რომლის მიზანსაც ქვეყნის ეკონომიკის ზრდის დაჩქარება წარმოადგენს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება წარმატებული მოლაპარაკების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან აწარმოა თანამშრომლობის ახალი პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ფონდის სამწლიანი პროგრამა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდასაჭერად იქნა ინიცირებული. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ფონდის ახალი პროგრამა არის არა მხოლოდ სრული ნდობის გამოცხადება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისადმი, არამედ ის სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმას.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის მიმდინარე წლის აპრილში დაგეგმილ ვიზიტზე აშშ-ში, რომლის დროსაც ის მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვედრებს გამართავს აშშ-ის ახალი სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. 

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა