დიმიტრი ქუმსიშვილი გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრებს შეხვდა



პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრებს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობისა და მიმდინარე რეფორმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკასა და რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის ზრდის მხარდამჭერ რეფორმებზე.

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრები განსაკუთრებით დააინტერესა საგადასახადო კანონმდებლობის რეფორმამ, რომელიც საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებისა და არსებული ხარვეზების გამოსწორებისკენაა მიმართული. აღინიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო კანონმდელობის სრულყოფის მიზნით აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ ბიზნეს-გაერთიანებებთან.

შეხვედრის დასასრულს, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის მონაწილეების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება 2007 წელს დაარსდა და სიდიდით მეორე ბილატერული ეკონომიკური გაერთიანებაა საქართველოში. ის ხელს უწყობს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას, მხარს უჭერს კომპანიებს ბაზარზე შესვლისა და კონტაქტების დამყარების პროცესში.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

16აპრილი დღე თვე წელი
2024 15.04 01.04 01.01
  15.04 15.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 783.82 140.1 1 577.3
შემოსულობები : 378.31 091.47 407.8
მ.შ გადასახადები :364.6
985.16 197.5
გადასახდელები : 24.21 093.6
6 847.3
ნაშთი ბოლოს : 2 137.9 2 137.92 137.9

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა