დიმიტრი ქუმსიშვილი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) თბილისის რეგიონული ოფისის გახსნას დაესწრო



პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) თბილისის რეგიონული ოფისის ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობა მიიღო. მას მეგზურობა AFD-ის აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, პასკალ პაკომ გაუწია და სააგენტოს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მთავრობას ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების შეთანხმების ამოქმედებაში გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.

„ბევრი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ საფრანგეთის განვითარების  სააგენტოსთან ერთად. მათ შორის, საინტერესო იქნება ტრანსპორტის, ტურიზმისა და სამთო მიმართულებები,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა პრეზენტაციაზე. მისი თქმით, საქართველო AFD-სთან საბიუჯეტო დახმარების 100 მილნ ევროს ოდენობის პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებებს იწყებს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს პრიორიტეტული მიმართულებების განხორციელებას. 

თავის მხრივ, სააგენტოს აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, პასკალ პაკომ გაანცხადა, რომ თბილისის ოფისის შექმნა მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია საქართველოსთან ფინანსური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.

საფრანგეთის განვითარების სააგენტო შედის „AFD ჯგუფში“, რომელიც ახორციელებს საფრანგეთის სახელმწიფოს ოფიციალურ მხარდაჭერას დაახლოებით 90 ქვეყანაში და გააჩნია დაახლოებით 70 ადგილობრივი წარმომადგენლობითი ოფისი და ბიურო.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

29მარტი დღე თვე წელი
2024 28.03 01.03 01.01
  28.03 28.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 446.21 418.2 1 577.3
შემოსულობები : 122.61 729.15 498.3
მ.შ გადასახადები :10.1
1 353.04 527.0
გადასახდელები : 91.11 669.5
5 597.9
ნაშთი ბოლოს : 1 477.8 1 477.81 477.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა