პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორს შეხვდა



„ჩვენ ვიზიარებთ თქვენს ენთუზიაზმს და მხარს გიჭერთ ფისკალური რეფორმების განხორციელების პროცესში“, - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორმა, ჯიჰად აზურმა (Jihad Azour) საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრისას.

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ვერა მერსედეს მარტინი და სსფ-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფრანსუა პეშო, აგრეთვე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა სსფ-ის რეგიონულ დირექტორს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მთავრობის რეფორმების გეგმის მხარდაჭერის გამო. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას, რომლის მიზანსაც ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პოტენციალის გაძლიერება წარმოადგენს.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ოთხპუნქტიანი გეგმის სტრატეგიული მიმართულებების მიმდინარეობა, დეტალურად მიმოიხილეს სივრცითი განვითარების რეფორმა და ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმები.

მმართველმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის წარმატებული განხორციელება მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მიზნების მისაღწევად.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა