2017 წლის 19 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N32 აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 9 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 139 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური - 7,190%, მაქსიმალური - 7,280%, ხოლო საშუალო შეწონილი 7,222%.