დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციათა უმაღლესი დონის სამმხრივ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა



საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციათა უმაღლესი დონის პირველი სამმხრივი შეხვედრა დეკლარაციის მიღებით დასრულდა, რომელშიც მხარეები საბაჟო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ძირითად მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

საქართველოს დელეგაციას სამმხრივ შეხვედრაზე ხელმძღვანელობდა პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელმაც თავის გამოსვლაში აზერბაიჯანისა და თურქეთის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს ხელისუფლების ხედვა რეგიონში საბაჟო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მოუწოდა კოლეგებს საბაჟო ურთიერთქმედების ღრმა და ყოვლისმომცველი სისტემის შექმნისკენ. მან ხაზი გაუსვა ახლახან განხორციელებულ მოდერნიზაციისკენ მიმართულ ქმედებებს, მიმდინარე ორმხრივი პროექტების მნიშვნელობას ახალი რეგიონული ინიციატივების ჩამოყალიბების მიზნით.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს პეკინში „სარტყლისა და გზის ფორუმზე“ გამოსვლისას, საქართველოს და აზერბაიჯანის, ევროპა-აზიის შემაერთებელი შუა სატრანზიტო დერეფნის სტატუსით მოხსენიებისთვის, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტს - ორმხრივი და რეგიონული ინიციატივების მხარდაჭერისთვის.

თავის გამოსვლაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა ისაუბრა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასა და იმ მოლოდინებზე, რომელიც მის მიმართ არსებობს. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, განხორციელდა არაერთი საცდელი პროექტი, რომელმაც დაადასტურა, რომ აზია-ევროპის შემაერთებელი უმოკლესი სარკინიგზო მაგისტრალი გადის ჩვენი ქვეყნების ტერიტორიის გავლით.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე იმედი გამოთქვა, რომ საფუძველი ჩაეყრება სამმხრივი თანამშრომლობის პლატფორმას, რომელიც სამივე ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდის კატალიზატორი იქნება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა