|
შემოსავლების სამსახურის მიერ საბაჟო კუთხით გამოცხადებულ სტაჟიორების შესარჩევ კონკურსში მონაწილე პირების ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტირების შედეგების გათვალისწინებით, გამსვლელ ქულად განისაზღვრა 75 ქულა (100 ქულიან ტესტში).
შემოსავლების სამსახური აცხადებს კონკურსს სტაჟიორების მიღებაზე საგადასახადო კუთხით
კონკურსი ჩატარდება ტესტირების და გასაუბრების წესით. წარმატებული სტაჟიორები დაინიშნებიან შესაბამის ვაკანტურ თანამდებობებზე.
დაინტერესებულმა პირებმა, 2010 წლის 24 აგვისტოდან - 10 სექტემბრის ჩათვლით, გამოაგზავნეთ ქართულ ენაზე შედგენილი CV (მასში ჩასმული ფოტოსურათით), სავალდებულოა: განათლების (უმაღლესი სასწავლებლის დასახელება) კვალიფიკაციის, მისამართის, შრომითი გამოცდილების და საკონტაქტო ტელეფონის მითითება) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@mof.ge ან ჩააბარეთ შემოსავლების სამსახურის შესაბამის რეგიონულ ცენტრებს შემდეგ მისამართებზე: თბილისი _ ბაღდადის ქ. N8; ფოთი _ დიმიტრი თავდადებულის ქ. N4; ახალციხე _ პ. ნათენაძის ქ.54; ბათუმი _ ფიროსმანის ქ.N5ა; ქუთაისი _ რუსთაველის ქ. N1; თელავი _ ერეკლე მეორის ქ. N1; რუსთავი _ კოსტავას ქ. N36.
აუცილებელია მიუთითოთ რომელ რეგიონულ ცენტრში გნებავთ და რომელ რეგიონულ ცენტრში შეძლებთ სტაჟირების გავლას.
განიხილება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე კანდიდატის ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის CV.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით შემოსავლების სამსახურის სატელეფონო ცენტრს ნომერზე 077.
შემოსავლების სამსახური აცხადებს კონკურსს მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე:
ძირითადი ამოცანა
- მარკეტინგული საქმიანობის მართვა (დაგეგმვა, განხორცილება და მონიტორინგი)
- მარკეტინგული სტრატეგიული მიმართულებების შემუშავება, დანერგვა, ხელშეწყობა და მონიტორინგი
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
შემოსავლების სამსახურის სტრატეგიულ დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება
- სტრატეგიული და ფუნქციონალური მარკეტინგული გეგმების შემუშავება
- ფუნქციონალური მარკეტინგული გეგმის ბიუჯეტის მომზადება
- მარკეტინგული პოლიტიკის შექმნაში მონაწილეობა და მისი რედაქტირება
- კონკრეტული ღონისძიებების/ შესასრულებელი სამუშაოების ბიუჯეტების მომზადება და მენეჯმენტთან მისი დამტკიცება
- დაგეგმილი მარკეტინგული ღონისძიებების მართვა და მონიტორინგი
- მარკეტინგული კვლევის მიზნების, ამოცანებისა და პროგრამების დამტკიცება
- ფინანსური რესურსების ხარჯვის კონტროლი
- მარკეტინგული საქმიანობის წარდგენა მენეჯმენტთან
- კვლევის შედეგების საფუძველზე წინადადებების მომზადება საჭირო მარკეტინგული ღონისძიებების შესახებ
- სარეკლამო/საკომუნიკაციო კამპანიის შედეგების საფუძველზე წინადადებების მომზადება საჭირო ღონისძიებების შესახებ
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში ან მარკეტინგის მენეჯმენტში
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის სფეროში
- ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა, როგორც წერითი ასევე ვერბალური
- საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
- კომუნიკაბელურობა და კრეატიულობა
- დამოუკიდებლად მუშაობისა და ადაპტირების უნარი
- ძლიერი ანალიტიკური აზროვნება
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ საკუთარი CV (ფოტოსურათით) შემდეგ მისამართზე: hrvacancy@mof.ge არა უგვიანეს მიმდინარე წლის 10 სექტემბრის 19:00 სთ–მდე.
გთხოვთ სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზედაც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
შემოსავლების სამსახური აცხადებს კონკურსს თბილისის რეგიონალურ ცენტრში ოფიცრის თანამდებობაზე საგადასახადო კუთხით:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკური ან საფინანსო განხრით
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საფინანსო ან საგადასახადო მიმართულებით
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა
- ძლიერი ანალიტიკური უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე
- დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ საკუთარი CV (ფოტოსურათით) შემდეგ მისამართზე: vacancies@mof.ge არა უგვიანეს მიმდინარე წლის 5 სექტემბრის 19:00 სთ–მდე.
გთხოვთ სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზედაც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
შემოსავლების სამსახური აცხადებს კონკურსს მებაჟე–ოფიცერის თანამდებობაზე ქ. თბილისში, ბათუმში და ფოთში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საბაჟო დეკლარაციის შევსება და გაფორმება
- საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორცილება
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკური ან იურიდიული განხრით)
- მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება დეკლარირების კუთხით
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია თურქული ენა)
- საოფისე პროგრამების და ASYCUDA-ს სრულყოფილი ცოდნა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ საკუთარი CV (ფოტოსურათით) შემდეგ მისამართზე: vacancies@mof.ge არა უგვიანეს მიმდინარე წლის 5 სექტემბრის 19:00 სთ–მდე.
გთხოვთ სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზედაც აგზავნით განაცხადს და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
შემოსავლების სამსახური აცხადებს კონკურსს სალაროს–აპარატების ტექნიკოსის პოზიციაზე:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კანდიდატებს, რომელთაც გააჩნიათ მსგავსი ტიპის ელექტრო–ხელსაწყოებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ საკუთარი CV შემდეგ მისამართზე: hrvacancy@mof.ge არა უგვიანეს მიმდინარე წლის 5 სექტემბრის 19:00 სთ–მდე.
გთხოვთ სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზედაც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|