კარიერა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში
- გსურთ თქვენი მომავალი ფინანსთა სამინისტროს დაუკავშიროთ?
- გნებავთ ქვეყნის ბიუჯეტის პულსზე ხელი გეჭიროთ, ხაზინა მართოთ, საქართველოში საბაჟო პროცედურები ღირსების საქმედ აქციოთ და გადამხდელს მოემსახუროთ?
მაშ დაიწყეთ თქვენი კარიერა ფინანსთა სამინისტროში.
ნიჭიერი ადამიანებისათვის სამსახურის დაწყება აქ არც ისე რთულია. სპეციფიურ განათლებას სრულიად უფასოდ ჩვენ თვითონ მოგცემთ.
|
ფინანსთა სამინისტროს სისტემაში კადრების მომზადება და დასაქმება სტაჟირების გზით ხორციელდება. სტაჟირება მუდმივი, უწყვეტი პროცესია და სამინისტროს მთელს სისტემას მოიცავს.
მობრძანდით ფინანსთა სამინისტროში ყოველ სამუშაო დღეს დილის 9-დან საღამოს 6 საათამდე, თბილისი, გორგასლის ქ. №16, დარეკეთ 822 077 და აუხსენით თქვენი მოსვლის მიზეზი. შენობაში შემოსასვლელი საშვის მიღების შემდეგ, ამობრძანდით მე-9 სართულზე და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში, მე-10 ოთახში თქვენ სპეციალურ ანკეტას შეგავსებინებენ. თუმცა, ამ ანკეტის შევსება სახლშიც შეგიძლიათ. არ დაგავიწყდეთ, თან აუცილებლად უნდა იქონიოთ შემდეგი საბუთები: სტაჟიორის ანკეტა-რეზიუმე
|
| |
1. დიპლომის ასლი;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
4. ცნობა ნარკოლოგიური დისპანსერიდან
5. 2 ფოტო.
ანკეტა-განაცხადის შევსებისას აუცილებლად მიუთითეთ ფინანსთა სამინისტროს სისტემის რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში გსურთ სტაჟირების გავლა. ერთდროულად რამდენიმე ქვედანაყოფის არჩევაც შეგიძლიათ. ამ ეტაპის შემდეგ თქვენ უკვე სტაჟირების კანდიდატი ხართ და შემდეგ აუცილებელ პროცედურას გაივლით:
კანდიდატი გამოცდას აბარებს ზოგად უნარ-ჩვევებში. ხელშეკრულების საფუძველზე სტაჟიორთა გამოცდებისათვის ფინანსთა სამინისტროს ემსახურება განათლების სამინისტროსთან არსებული გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მოწმდება კანდიდატის საოფისე პროგრამების ცოდნა. (Excel; Word; Outlook; PowerPoint);
სტაჟირების კანდიდატი, მის მიერ გაკეთებული არჩევანის მიხედვით, შესაბამის ცოდნას იღებს სასწავლო პროცესების მართვის სამმართველოში. სასწავლო კურსის გავლის შემდეგ აბარებს პროფესიულ ტესტურ გამოცდას. წარმატების შემთხვევაში პრაქტიკული ცოდნის შესაძენად იგზავნება შესაბამის ქვედანაყოფში.
სტაჟირება უფასოა და იგი გრძელდება მაქსიმუმ 4 თვის განმავლობაში.
სტაჟიორს ეძლევა სერთიფიკატი, რაც მას შესაბამის ქვედანაყოფში უპირატესი დანიშვნის სამართლებრივ უფლებას ანიჭებს.
პრაქტიკის გავლა ფინანსთა სამინისტროში
ფინანსთა სამინისტრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს თეორიული ცოდნის პრაქტიკული უნარ-ჩვევებით განმტკიცებაში ეხმარება.
პრაქტიკის გასავლელად კანდიდატმა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში (თბილისი, გორგასლის ქ. 16, მე-9 სართული) უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1. დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. ერთი ფოტო.
4. აქტუალური ავტობიოგრაფია (cv)
სპეციალურ განაცხადს, პრაქტიკის მსურველი, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში შეავსებს, სადაც აღნიშნავს, ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თუ რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში სურს პრაქტიკის გავლა.
პრაქტიკა უფასოა და იგი მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს.
|