აღრიცხვის სისტემის რეფორმა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ დაგეგმილი რეფორმების რიგში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აღრიცხვის სისტემის რეფორმას, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შემოღებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N101 ბრძანებით მოწონებული და სახელმძღვანელოდ მიღებულია “აღრიცხვის რეფორმის სტრატეგია”, რომელიც  განსაზღვრავს საჯარო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის რეფორმის ძირითად მიმართულებებს. სტრატეგია გათვლილია 2006-2015 წლებზე და ითვალისწინებს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობის მიღწევას 2015 წლისთვის. ამ ეტაპზე სახაზინო სამსახურში მიმდინარეობს პროექტით განსაზღვრული სამუშაოები.

 
საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი 077
განაბაჟე საფოსტო გზავნილი