„2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 ნოემბრის N277 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ბრძანება N 68
27/02/2017

„2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 ნოემბრის N277 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 771 მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. „2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 ნოემბრის N277 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) ბრძანებით დამტკიცებული 234-ე-237-ე სტრიქონები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

234

სამეფო

უფილტრო სიგარეტი

ადგილობრივი

1.20

235

ქართული N1

უფილტრო სიგარეტი

ადგილობრივი

1.00

236

სტალინი“ (წითელი)

უფილტრო სიგარეტი

ადგილობრივი

1.20

237

სტალინი“ (ლურჯი)

უფილტრო სიგარეტი

ადგილობრივი

1.00

ბ) ბრძანებით დამტკიცებული 239-ე სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

239 პირველი
ინტერნაციონალ
უფილტრო (ლურჯი)
უფილტრო
სიგარეტი
PIRVELI INTERNATIONAL
NON FILTER
(blue)
ადგილობრივი 1.30


2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია, დაინტერესებული მხარის მიერ მისთვის ბრძანების
ოფიციალურად გაცნობიდან, ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში (მისამართი: ქ.
თბილისი, ინგოროყვას ქ. N7).

დიმიტრი ქუმსიშვილი

მინისტრი