„2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 ნოემბრის N277 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ბრძანება N 129
13/04/2017

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 771 მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის ფილტრიან  და უფილტრო სიგარეტებზე აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 ნოემბრის N277 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბრძანებით დამტკიცებული 263-ე და 264-ე სტრიქონები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

263

 

ჩუნვა

ფილტრიანი სიგარეტი

 

Chunghwa

იმპორტირებული

 

15.00

 

264

 

ჩუნვა 5000

ფილტრიანი სიგარეტი

 

Chunghwa 5000

იმპორტირებული

 

15.00

ბ) ბრძანებით დამტკიცებული 268-ე და 269-ე სტრიქონები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

268

,,სობრანიე ბლექი" (მიდი სლიმს)

ფილტრიანი სიგარეტი

Sobranie Black (Midi Slims)

იმპორტირებული

 

4.33

 

269

,,სობრანიე ბლუ" (მიდი სლიმს)

ფილტრიანი სიგარეტი

Sobranie Blue (Midi Slims)

იმპორტირებული

 

4.33


2. ბრძანების  გასაჩივრება შესაძლებელია, დაინტერესებული მხარის   მიერ   მისთვის ბრძანების ოფიციალურად გაცნობიდან, ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში (მისამართი: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. N7).

დიმიტრი ქუმსიშვილი

 

მინისტრი