საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება N 737
2009 წლის 13 ნოემბერი  ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების  (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე



“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის და “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის  N39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის “ი” ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებები (დანართები N1-7);
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულება (დანართი N8).
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების  (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის N 1136 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 16 ნოემბრიდან.

კ. ბაინდურაშვილი

 

დანართი № 1

საოპერაციო დეპარტამენტის დებულება



მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სახელმწიფო ხაზინა) საოპერაციო დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) წარმოადგენს სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის და სახაზინო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებებით და წინამდებარე დებულებით.

მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები
 დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად ბიუჯეტის გადასახდელების ორგანიზაციული, ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციების მიხედვით სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების შესაბამისად დამუშავება და რეგისტრირება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში სათანადო წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურთან ერთად; (31.03.2010 N 250)
ბ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებით, დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნების მიღება, შემოწმება, დარეგისტრირება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში. რეგისტრირებული საგადახდო მოთხოვნების რეესტრის ჩამოყალიბება და პირველად დოკუმენტებთან ერთად გადაგზავნა სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტში;
გ) საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესებით დადგენილი ფორმების მიღება და დამუშავება;
დ) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სავარაუდო გადახდებზე ინფორმაციის მიღება და დამუშავება;
ე) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წინასწარ გადახდილ თანხებზე დამოწმების დოკუმენტების მიღება და სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაცია;
ვ) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ფულადი სახსრების მოთხოვნების მიღება, დამუშავება და ინფორმაციის წარდგენა ფინანსური რისკების მართვის დეპარტამენტში ფულადი სახსრების ოპერატიული გეგმის  შედგენის მიზნით;
ზ) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სავალუტო საგადახდო დოკუმენტების მიღება, დამუშავება და პირველად დოკუმენტებთან ერთად გადაგზავნა სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტში;
თ) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სადამფუძნებლო იურიდიული დოკუმენტაციის მიღება და ამ დოკუმენტაციასთან საგადახდო საბუთების შესაბამისობის კონტროლი;
ი) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გაწეულ ხარჯებზე ურთიერთშედარების განხორციელება არანაკლებ კვარტალში ერთხელ;
კ) ყოველი მომდევნო თვის 7 რიცხვამდე საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა საახაზინო სამსახურის უფროსთან;
ლ) ყოველი მომდევნო თვის 7 რიცხვამდე საანგარიშო თვის ფულის გაცემის ოპერატიულ ფინანსური გეგმის შესრულების ანგარიშის მომზადება და წარდგენა სახაზინო სამსახურის უფროსთან.

მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარმოდგენა, რომლებიც მითითებულია ვალდებულებისა და საანგარიშსწორებო დოკუმენტაციაში;
ბ) მოითხოვოს დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციებისაგან საანგარიშსწორებო პროცედურების სრული დაცვა, ხოლო ორგანიზაციის მხრიდან აღნიშნული პროცედურების დაუცველობის შემთხვევაში შეუჩეროს ოპერაციები და აცნობოს სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელობას.

მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი (შემდგომში - მინისტრი) სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;         
გ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე;
დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სამმართველოებს შორის და ახდენს მათი მუშაობის კოორდინაციას;
ე) ხელს აწერს ვალდებულებისა და საანგარიშსწორებო დოკუმენტებზე კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ინვენტარისა და მასალების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ი) ანგარიშვალდებულია სახაზინო სამსახურის უფროსის წინაშე და პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
3.  დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას, დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში;
ბ) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
გ) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას.
4. დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალ სამმართველოს უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახაზინო სამსახურის უფროსი.
5. დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალი სამმართველოს უფროსები ხელმძღვანელობენ სამმართველოს, უშუალოდ ემორჩილებიან დეპარტამენტის უფროსსა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე, ასრულებენ მათ დავალებებს და ამ დებულებით სტრუქტურული ერთეულებისათვის განსაზღვრულ ამოცანებს და კოორდინაციას უწევენ სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას.

მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტის შემადგენლობაშია ორი სამმართველო:
ა) ვალდებულებების სამმართველო.
ბ) გადახდების სამმართველო.
2. ვალდებულებების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურთან ერთად სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზის ცნობარების შედგენა და განახლება ბიუჯეტის გადასახდელების ორგანიზაციული, ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციების მიხედვით; (31.03.2010 N 250)
ბ) დეპარტამენტის მომსახურეობაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სავარაუდო გადახდებზე ინფორმაციის მიღება და დამუშავება;
გ) დეპარტამენტში შემოსული და გასული წერილების რეგისტრაცია სპეციალურ ჟურნალში.
3. გადახდების სამმართველოს ჰყავს უფროსი, რომელიც ხელმძღვანელობს  და კოორდინაციას უწევს სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციების  შესრულებას.
4. გადახდების სამმართველოს ფუნქციებია:
 ა) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებით, დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნების მიღება, შემოწმება, დარეგისტრირება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში. რეგისტრირებული საგადახდო მოთხოვნების რეესტრის ჩამოყალიბება და პირველად დოკუმენტებთან ერთად გადაგზავნა სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტში;
ბ) საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესებით დადგენილი ფორმების მიღება და დამუშავება;
გ) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წინასწარ გადახდილ თანხებზე დამოწმების დოკუმენტების მიღება და სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაცია;
დ) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ფულადი სახსრების მოთხოვნების მიღება, დამუშავება და ინფორმაციის წარდგენა ფინანსური რისკების მართვის დეპარტამენტში ფულადი სახსრების ოპერატიული გეგმის  შედგენის მიზნით;
ე) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სავალუტო საგადახდო დოკუმენტების მიღება, დამუშავება და პირველად დოკუმენტებთან ერთად გადაგზავნა სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტში;
ვ) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სადამფუძნებლო იურიდიული დოკუმენტაციის მიღება და ამ დოკუმენტაციასთან საგადახდო საბუთების შესაბამისობის კონტროლი;
ზ) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ ფაქტიურად გაწეულ ხარჯებზე ურთიერთშედარების განხორციელება.
თ) ყოველი მომდევნო თვის 7 რიცხვამდე საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა საახაზინო სამსახურის უფროსთან;
ი) ყოველი მომდევნო თვის 7 რიცხვამდე საანგარიშო თვის ფულის გაცემის ოპერატიულ ფინანსური გეგმის შესრულების ანგარიშის მომზადება და წარდგენა სახაზინო სამსახურის უფროსთან.

 

დანართი №2

ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხებისა და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტის დებულება



მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში - სახელმწიფო ხაზინა) ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხებისა და სადეპოზიტო ოპერაციების (შემდგომში - დეპარტამენტი) წარმოადგენს სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის და სახაზინო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებებით და წინამდებარე დებულებით.

მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების სახსრების მფლობელების მიხედვით განაწილებისათვის საგადახდო დავალებების რეგისტრაცია;
ბ) შემოსავლების სამსახურის, სხვა სახელმწიფო  დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების და სხვა ორგანიზაციების მიხედვით, მათ მიერ სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე მობილიზებული თანხების შესახებ ინფორმაციის მომზადება და შესაბამისი ამონაწერებით უზრუნველყოფა;
გ) სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადების დაბრუნება, აღრიცხვა და ანგარიშგება;
დ) ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების სახსრების მფლობელის მიმდინარე შემოსულობების ფარგლებში დაბრუნება, შემოსულობის სხვა სახეში გადატანა ან/და სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადასახადის არასწორი სიმბოლოებით მიმართვისას შეცდომის გასწორება, აღრიცხვა და ანგარიშგება;
ე)  ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დაბრუნების მიზნით სახელმწიფო ხაზინის სავალუტო ანგარიშებზე ოპერაციების განხორციელება;
ვ) სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხების ორგანიზაციების მიხედვით აღრიცხვა, სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრიბი თვითმართველი ერთეულების ბიუჯეტებში შესაბამისი შემოსულობის სახეების მიხედვით მიმართვა, გადამხდელისათვის უკან დაბრუნება და შეცდომით განთავსებული დეპოზიტური თანხის ერთი სადეპოზიტო კოდიდან სხვა სადეპოზიტო კოდზე გადატანა
ზ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში საგადახდო დავალებების რეგისტრაცია და გადაგზავნა დოკუმენტური და ელექტრონული სახით სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტში;
თ) შემოსავლების სამსახურის, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების და სხვა სახელმწიფო  დაწესებულებების მიერ სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე მობილიზებული თანხების ამონაწერების მომზადება და მიწოდება;

მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს დოკუმენტების წარმოდგენა და პროცედურების დაცვა, რომლებიც გათვალისწინებულია “ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის N 45 დადგენილების შესაბამისად;
ბ) მოითხოვოს საანგარიშსწორებო პროცედურების სრული დაცვა, ხოლო აღნიშნული პროცედურების დაუცველობის შემთხვევაში შეაჩეროს ოპერაციები და აცნობოს სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელობას.

მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტსს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;
გ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე;
დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სამმართველოებს შორის და ახდენს მათი მუშაობის კოორდინაციას;
ე) ხელს აწერს საანგარიშსწორებო საბუთებზე კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ინვენტარისა და მასალების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ი) ანგარიშვალდებულია სახაზინო სამსახურის უფროსის წინაშე და პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას, დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში;
ბ) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
გ) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას.
4. დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალ სამმართველოს უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახაზინო სამსახურის უფროსი.
5. დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალი სამმართველოს უფროსები ხელმძღვანელობენ სამმართველოს, უშუალოდ ემორჩილებიან დეპარტამენტის უფროსსა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე, ასრულებენ მათ დავალებებს და ამ დებულებით სტრუქტურული ერთეულებისათვის განსაზღვრულ ამოცანებს და კოორდინაციას უწევენ სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას.

მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა 
1. დეპარტამეტის შემადგენლობაშია სამი სამმართველო:
ა) ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადების სამმართველო;
ბ) ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი სხვა შემოსულობების  სამმართველო;
გ) დეპოზიტების სამმართველო.
2. ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადების სამმართველო:
ა)    ახორციელებს ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადის დაბრუნებას სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის, საქართველოს მთავრობისა  და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
ბ) ახორციელებს ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების სახსრების მფლობელის მიმდინარე შემოსულობების ფარგლებში დაბრუნებას, შემოსულობის სხვა სახეში გადატანას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) ახდენს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადასახადის არასწორი სიმბოლოებით მიმართვისას შეცდომის გასწორებას.
დ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საგადახდო დავალებების რეგისტრაციას და გადაგზავნას დოკუმენტური და ელექტრონული სახით სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტში;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემოსავლების სამსახურის, სხვა სახელმწიფო დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების და სხვა ორგანიზაციების მიხედვით, მათ მიერ სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე მობილიზებული თანხების აღრიცხვას და შესაბამისი ამონაწერებით უზრუნველყოფას,
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დაბრუნების მიზნით სახელმწიფო ხაზინის სავალუტო ანგარიშებზე ოპერაციების განხორციელება;   
3. ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი სხვა შემოსულობების  სამმართველო:
ა) ახორციელებს ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი სხვა შემოსულობების  დაბრუნებას სახსრების მფლობელის მიმდინარე შემოსავლების ფარგლებში;
ბ) ახდენს ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი სხვა შემოსულობების  შემოსულობის სხვა სახეში გადატანას;
გ) ახდენს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე სხვა შემოსულობების  არასწორი სიმბოლოებით მიმართვისას შეცდომის გასწორებას.
დ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საგადახდო დავალებების რეგისტრაციას და გადაგზავნას დოკუმენტური და ელექტრონული სახით სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტში;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემოსავლების სამსახურის, სხვა სახელმწიფო  დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების და სხვა ორგანიზაციების მიხედვით, მათ მიერ სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე მობილიზებული თანხების აღრიცხვას და შესაბამისი ამონაწერებით უზრუნველყოფას.
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დაბრუნების მიზნით სახელმწიფო ხაზინის სავალუტო ანგარიშებზე ოპერაციების განხორციელება.   
4. დეპოზიტების სამმართველო:
ა) ახდენს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხების ორგანიზაციების მიხედვით აღრიცხვას;
ბ) ახორციელებს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხების სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულების ბიუჯეტებში შესაბამისი შემოსულობის სახეების მიხედვით მიმართვას ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) ახორციელებს შეცდომით განთავსებული დეპოზიტური თანხის ერთი სადეპოზიტო კოდიდან სხვა სადეპოზიტო კოდზე გადატანას.
დ) ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადების სამმართველოსა და ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი სხვა შემოსულობების  სამმართველოსთან შეთანხმების შემდეგ ახდენს აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების სახსრების მფლობელების მიხედვით განაწილებისათვის საგადახდო დავალებების რეგისტრაციას.
ე) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საგადახდო დავალებების რეგისტრაციას და გადაგზავნას დოკუმენტური და ელექტრონული სახით სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტში.
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დაბრუნების მიზნით სახელმწიფო ხაზინის სავალუტო ანგარიშებზე ოპერაციების განხორციელება.   
   
 

დანართი № 3

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის  დეპარტამენტის დებულება



მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში  - სახელმწიფო ხაზინა) სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის  დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) წარმოადგენს სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის და სახაზინო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებებით და წინამდებარე დებულებით.

მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად ბიუჯეტის გადასახდელების ორგანიზაციული, ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციების მიხედვით სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების შესაბამისად დამუშავება და რეგისტრირება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში სათანადო წესით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტთან ერთად;
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების განწერისა და დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიხედვით მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო ასიგნებების განაწილებების მიღება, შემოწმება, დამუშავება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში და დაშვება საოპერაციო დეპარტამენტსა და რეგიონალურ ხაზინებზე;   
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების განწერის ცვლილების თაობაზე მიღებული ხარჯთაღრიცხვის ცნობების დამუშავება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში და დაშვება საოპერაციო დეპარტამენტსა და რეგიონალურ ხაზინებზე;
დ) წლის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან გადმოცემული სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების შესახებ ხარჯთაღრიცხვის ცნობების დამუშავება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში და დაშვება საოპერაციო დეპარტამენტსა და რეგიონალურ ხაზინებზე;
ე) სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების გეგმების მაჩვენებლების ურთიერთშედარების განხორციელება ყოველთვიურად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტთან; 
ვ) საქართველოს პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი ასიგნებების აღრიცხვა;
ზ) საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალური ხაზინების მიერ სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული ვალდებულებების პირველად დოკუმენტებთან იდენტურობის შემოწმება და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი;
თ) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ვალდებულებების რეესტრის მომზადება და წარდგენა საქართველოს ფინანსთა  მინისტრთან შესათანხმებლად, მისი თანხმობის საფუძველზე ვალდებულებების დამტკიცება და საოპერაციო დეპარტამენტსა და რეგიონალურ ხაზინებზე დაშვება;
ი) საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალური ხაზინების მიერ სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო მოთხოვნების მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის და პირველად დოკუმენტებთან იდენტურობის შემოწმება და ავტორიზაცია;        კ) ფულის გაცემის ყოველდღიური ოპერატიული გეგმის ფარგლებში საგადახდო მოთხოვნების ელექტრონული რეესტრის შედგენა და გაგზავნა ანგარიშსწორებისა და ანგარიშგების დეპარტამენტში  გასანაღდებლად;
ლ) სავალუტო ოპერაციებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება და ავტორიზაცია;
მ) საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალურ ხაზინების მიერ განსახორციელებელ გადახდებზე ფულადი სახსრების ყოველდღიური ზღვრული მოცულობების კონტროლი;
ნ) სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების სახსრების მფლობელების მიხედვით განაწილების შესახებ საგადახდო დავალებების შემოწმება და ავტორიზაცია;
ო) სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი საგადასახადო შემოსავლის დაბრუნების შესახებ სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო დავალების შემოწმება და ავტორიზაცია;
პ) მიმდინარე შემოსავლებიდან ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი ბიუჯეტის შემოსულობის დაბრუნების ან/დასხვა შემოსულობის გადახდის ანგარიშში გადატანის შესახებ ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო დავალების შემოწმება და ავტორიზაცია;
ჟ) სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხების დაბრუნების ან/და ბიუჯეტში მიმართვის შესახებ სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო დავალების შემოწმება და ავტორიზაცია.
რ) დეპარტამენტში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
     
მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) გამოითხოვოს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულების შესახებ ანგარიშები საოპერაციო დეპარტამენტიდან და რეგიონალური ხაზინებიდან;
ბ) მოითხოვოს მხარჯავი დაწესებულებებიდან მათდამი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიხედვით  საბიუჯეტო ასიგნებების განაწილებების წარმოდგენა;
გ) მოითხოვოს ორგანიზაციების მიერ საგადამხდელო და საანგარიშსწორებო საბუთებში მითითებული დამატებითი დოკუმეტების წარმოდგენა;
დ) სახელმწიფო ხაზინის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიიღოს ინფორმაცია ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
     
მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;    
 გ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე;
დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სამმართველოებს შორის და ახდენს მათი მუშაობის კოორდიანციას;
ე) ხელს აწერს საანგარიშსწორებო საბუთებზე კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის ინვენტარისა და მასალების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ი) ანგარიშვალდებულია სახაზინო სამსახურის უფროსის  წინაშე და პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
3.  დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას, დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში;
ბ) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელების დაგეგმვას, კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
გ) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას.
4. დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალ სამმართველოს უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახაზინო სამსახურის უფროსი.
5. დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალი სამმართველოს უფროსები ხელმძღვანელობენ სამმართველოს, უშუალოდ ემორჩილებიან დეპარტამენტის უფროსსა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე, ასრულებენ მათ დავალებებს და ამ დებულებით სტრუქტურული ერთეულებისათვის განსაზღვრულ ამოცანებს და კოორდინაციას უწევენ სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას.

მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტის შემადგენლობაშია ოთხი სამმართველო:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მართვის  სამმართველო;
ბ) ვალდებულებების შემოწმების სამმართველო;
გ) საგადახდო მოთხოვნების შემოწმების სამმართველო;
დ)  ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხებისა და სადეპოზიტო ოპერაციების შემოწმების სამმართველო.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მართვის  სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტთან ერთად სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზის ცნობარების შედგენა და განახლება ბიუჯეტის გადასახდელების ორგანიზაციული, ფუნქციონალური და ეკონომიკური  კლასიფიკაციების მიხედვით;
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების განწერის პროგრამული დამუშავება და დაშვება საოპერაციო დეპარტამენტზე და რეგიონალურ ხაზინებზე;
გ) მხარჯავი დაწესებულებების მიერ დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიხედვით საბიუჯეტო ასიგნებების განაწილებების წარმოდგენის მოთხოვნა და წარმოდგენილი ინფორმაციის მიღება, შემოწმება დამუშავება და დაშვება საოპერაციო დეპარტამენტზე და რეგიონალურ ხაზინებზე;
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების განწერის ცვლილების თაობაზე მიღებული ხარჯთაღრიცხვის ცნობების დამუშავება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში და დაშვება საოპერაციო დეპარტამენტზე და რეგიონალურ ხაზინებზე;
ე) სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან დაშვებული ხარჯთაღრიცხვის ცნობების შემოწმება და სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში დარეგისტრირება;
ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის მონაცემებთან ყოველთვიურად სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ურთიერთშედარება.
ზ) საქართველოს პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი ასიგნებების აღრიცხვა.
3. ვალდებულებების შემოწმების  სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საოპერაციო დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული ვალდებულების დოკუმენტების მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან და პირველად დოკუმენტებთან იდენტურობის შემოწმება;
ბ) რეგიონალური ხაზინების მიერ სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული ვალდებულების დოკუმენტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება;
გ) ყოველდღიურად საქართველოს ფინანსთა მინისტრთან წარსადგენად სახელმწიფო ხაზინაში სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ვალდებულებების რეესტრისა და მოხსენებითი ბარათის მომზადება;
 დ) ვალდებულების დამტკიცება და საოპერაციო დეპარტამენტზე და რეგიონალურ ხაზინებზე დაშვება საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად.
4. საგადახდო მოთხოვნების შემოწმების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი და საოპერაციო დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო მოთხოვნების მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან და პირველად დოკუმენტებთან იდენტურობის შემოწმება და ავტორიზაცია;
ბ) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი და რეგიონალური ხაზინების მიერ სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო მოთხოვნების მოქმედი კანონმდებლობასთან  შესაბამისობის შემოწმება და ავტორიზაცია;
გ) ფულის გაცემის ოპერატიული გეგმის ფარგლებში საგადახდო მოთხოვნების ელექტრონული რეესტრის შედგენა, და გაგზავნა ანგარიშსწორებისა და ანგარიშგების დეპარტამენტში  გასანაღდებლად;
დ) სავალუტო ოპერაციებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება და ავტორიზაცია.  
ე) საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალურ ხაზინების მიერ განსახორციელებელ გადახდებზე ფულადი სახსრების ყოველდღიური ზღვრული მოცულობების კონტროლი;
5. ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხებისა და სადეპოზიტო ოპერაციების შემოწმების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების სახსრების მფლობელების მიხედვით თანხების განაწილების შესახებ საგადახდო დავალებების   შემოწმება და ავტორიზაცია;
 ბ) ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხებისა და დეპოზიტების დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი საგადასახადო შემოსავლის დაბრუნების შესახებ სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო დავალების შემოწმება და ავტორიზაცია;
) ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხებისა და დეპოზიტების დეპარტამენტის მიერ  შესაბამისი ბიუჯეტის მიმდინარე შემოსავლებიდან ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი არასაგადასახდო შემოსავლის და სხვა შემოსულობის დაბრუნების შესახებ სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო დავალების შემოწმება და ავტორიზაცია;
დ) ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხებისა და დეპოზიტების დეპარტამენტის მიერ ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი საგადასახადო შემოსავლის, არასაგადასახადო შემოსავლის და სხვა შემოსულობის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანის შესახებ სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო დავალების შემოწმება და ავტორიზაცია;
ე) სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხების დაბრუნების შესახებ სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო დავალების შემოწმება და ავტორიზაცია.

 

დანართი №4

ფინანსური რისკების მართვის დეპარტამენტის დებულება



მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში - სახაზინო სამსახური) ფინანსური რისკების მართვის  დეპარტამენტი (შემდომში - დეპარტამენტი) არის სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის და სახაზინო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სახაზინო სამსახურის დებულებებით და წინამდებარე დებულებით.


მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ფულადი სახსრების მართვა საბიუჯეტო სისტემის ლიკვიდურობის უზრუნველყოფის მიზნით;
ბ) ხაზინის ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზების მომზადება;
გ) სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე მყოფ ორგანიზაციებზე ფულადი სახსრების გაცემის ოპერატიული გეგმის შედგენა, შესრულება და ანგარიშგება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;
დ) ფულადი სახსრების  გაცემის ოპერატიული გეგმების საფუძველზე საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალური ხაზინების მიხედვით ხარჯების გასაწევად საჭირო ფულადი სახსრების ზღვრული მოცულობის განსაზღვრა;
ე) ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსების ორგანიზება;
ვ) ამოღებულია (30.12.2009 N 898)
ზ) სახელმწიფო საშინაო სავალო ვალდებულებების (სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების) გამოშვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
თ) საშინაო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები სასესხო რესურსების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა;
ი) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის ყოველწლიური გეგმის შემუშავება;
კ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისა და საშინაო სავალო ვალდებულებების დაფარვის ოპერაციების წარმოება;
ლ) არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოქმნილი სახელმწიფო სავალო ვალდებულებების სახელმწიფო საშინაო ვალისათვის მიკუთვნების მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა და წინადადებების შემუშავება მისი დაფარვის წესის შესახებ;
მ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო საშინაო ვალის ოდენობის განსაზღვრა და აღრიცხვა;
ნ) სახელმწიფო საშინაო ვალის რეესტრის წარმოება;
ო) სახელმწიფო საშინაო ვალის ფორმირების, მათ შორის სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებასთან დაკავშირებული ურთიერთპრეტენზიების საკითხთა განხილვაში მონაწილეობის მიღება;
პ) სახელმწიფო საშინაო ვალების რესტრუქტურიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
ჟ) სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოება;
რ) სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღებ საწარმოებთან და ორგანიზაციებთან გასაფორმებელი სესხის ხელშეკრულების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
ს) სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვა;
ტ) სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწილეობა;
უ) სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების რესტრუქტურიზაციის, სასესხო დავალიანების დაზუსტების, სასესხო დავალიანების გარკვეული ოდენობის პატიების, სასესხო დავალიანების უიმედოდ აღიარებისა და ჩამოწერის თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით “საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიისათვის” შესაბამისი მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;
ფ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღებ საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი; 
 ქ) “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სასესხო დავალიანებათა მქონე სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღები საწარმოებისა და ორგანიზაციების მიმართ დაწყებულ გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესებში მონაწილეობა.
ღ) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) სახაზინო სამსახურის ანგარიშსწორებისა და ანგარიშგების დეპარტამენტიდან, ყოველი თვის ბოლოს გამოითხოვოს, წლიური ბიუჯეტის კანონის დანართით გათვალისწინებული ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების შესახებ;
ბ) მოითხოვოს რეგიონალური ხაზინებიდან, საოპერაციო დეპარტამენტიდან, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტებიდან ინფორმაცია მომავალი პერიოდის ხარჯების შესახებ;
გ) გამოითხოვოს სახაზინო სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტებიდან და რეგიონალური ხაზინებიდან საბიუჯეტო ორგანიზაციებზე ფულის გაცემის ყოველთვიური ოპერატიული გეგმის მონაცემებზე და გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია;
დ) გამოითხოვოს სახაზინო სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტებიდან  ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შესრულების შესახებ;
ე) გამოითხოვოს სახაზინო სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტებიდან ხაზინის ანგარიშებზე რიცხული ფულადი სახსრების ნაშთებზე და კვარტალური განწერით დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების შესახებ ოპერატიულ მაჩვენებლებზე ინფორმაცია;
ვ) გამოითხოვოს საქართველოს ეროვნული ბანკიდან საქართველოს სახელმწიფოს ფინანსური აქტივების მართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია;
ზ) გამოითხოვოს საქართველოს ეროვნული ბანკიდან სარეკომენდაციო ხასიათის ინფორმაცია ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსებული საბიუჯეტო სახსრების მაქსიმალურ დასაშვებ მოცულობაზე, განთავსების მაქსიმალურ დასაშვებ ვადებზე და მინიმალურ საპროცენტო განაკვეთებზე;
თ) გამოითხოვოს საქართველოს ეროვნული ბანკისგან ინფორმაცია სახელმწიფო ფინანსური აქტივების განსათავსებლად ფინანსური ინსტრუმენტებისა და საფინანსო ინსტიტუტების შესაბამისობის შესახებ;
ი) გამოითხოვოს სახაზინო სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტებიდან ხაზინის ანგარიშებზე რიცხული ფულადი სახსრების ნაშთებზე და კვარტალური განწერით დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების შესახებ ოპერატიულ მაჩვენებლებზე ინფორმაციები;
კ) გამოითხოვოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტებიდან სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
ლ) მოითხოვოს და მიიღოს სამინისტროებიდან, უწყებებიდან, საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა) სახელმწიფო შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხების აღებასთან, სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციასა და სავალო პრეტენზიებთან დაკავშირებით მუშაობისთვის საჭირო ინფორმაციები და დოკუმენტები.

მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
3. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახაზინო სამსახურის უფროსი.
4. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის მუშაობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სამმართველოებს შორის და ახდენს მათი მუშაობის კოორდინაციას;
დ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) შუამდგომლობს დეპარტამნეტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) ანგარიშვალდებულია სახაზინო სამსახურის უფროსის წინაშე დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას, დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში;
ბ) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
გ) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას.
6. დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალ სამმართველოს უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახაზინო სამსახურის უფროსი.
7. დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალი სამმართველოს უფროსები ხელმძღვანელობენ სამმართველოს, უშუალოდ ემორჩილებიან დეპარტამენტის უფროსსა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე, ასრულებენ მათ დავალებებს და ამ დებულებით სტრუქტურული ერთეულებისათვის განსაზღვრულ ამოცანებს და კოორდინაციას უწევენ სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას.

მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა  
1. დეპარტამენტის შემადგენლობაშია სამი სამმართველო:
ა) ფულადი სახსრების პროგნოზირებისა და მართვის სამმართველო;
 ბ) შიდა ვალის სამმართველო;
 გ) სახელმწიფო სესხების მართვისა და მონიტორინგის სამმართველო.
2. სამმართველოს მუშაობას ხელმძღვანელობს, კოორდინაციას უწევს  და სამმართველოს თანამშრომლებს შორის სამუშაოს ანაწილებს სამმართველოს უფროსი.
3. ფულადი სახსრების პროგნოზირებისა და მართვის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ფულადი სახსრების მართვა საბიუჯეტო სისტემის ლიკვიდურობის უზრუნველყოფის მიზნით;
ბ) ხაზინის ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზების მომზადება;
გ) სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე მყოფ ორგანიზაციებზე ფულადი სახსრების გაცემის ოპერატიული გეგმის შედგენა, შესრულება და ანგარიშგება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;
დ) ფულადი სახსრების  გაცემის ოპერატიული გეგმების საფუძველზე საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალური ხაზინების მიხედვით ხარჯების გასაწევად საჭირო ფულადი სახსრების ზღვრული მოცულობის განსაზღვრა;
ე) ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსების ორგანიზება;
ვ) ამოღებულია (30.12.2009 N 898)
4. შიდა ვალის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო საშინაო სავალო ვალდებულებების (სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების) გამოშვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) საშინაო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები სასესხო რესურსების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა;
გ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის ყოველწლიური გეგმის შემუშავება;
დ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისა და საშინაო სავალო ვალდებულებების დაფარვის ოპერაციების წარმოება;
ე) არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოქმნილი სახელმწიფო სავალო ვალდებულებების სახელმწიფო საშინაო ვალისათვის მიკუთვნების მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა და წინადადებების შემუშავება მისი დაფარვის წესის შესახებ;
ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო საშინაო ვალის ოდენობის განსაზღვრა და აღრიცხვა;
ზ) სახელმწიფო საშინაო ვალის რეესტრის წარმოება;
თ) სახელმწიფო საშინაო ვალის ფორმირების, მათ შორის სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებასთან დაკავშირებული ურთიერთპრეტენზიების საკითხთა განხილვაში მონაწილეობის მიღება;
ი) სახელმწიფო საშინაო ვალების რესტრუქტურიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
5. სახელმწიფო სესხების მართვისა და მონიტორინგის სამმართველოს
ფუნქციებია:
ა) სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოება;
ბ) სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღებ საწარმოებთან და ორგანიზაციებთან გასაფორმებელი სესხის ხელშეკრულების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
გ) სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვა;
დ) სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწილეობა;
ე) სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების რესტრუქტურიზაციის, სასესხო დავალიანების დაზუსტების, სასესხო დავალიანების გარკვეული ოდენობის პატიების, სასესხო დავალიანების უიმედოდ აღიარებისა და ჩამოწერის თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით “საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიისათვის” შესაბამისი მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;
ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღებ საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი; 
ზ) “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სასესხო დავალიანებათა მქონე სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღები საწარმოებისა და ორგანიზაციების მიმართ დაწყებულ გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესებში მონაწილეობა.

 

დანართი № 5

ანგარიშსწორების და ანგარიშგების დეპარტამენტის დებულება



მუხლი 1
. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში - სახაზინო სამსახური) ანგარიშსწორების და ანგარიშგების დეპარტამენტი (შემდგომში დეპარტამენტი) წარმოადგენს სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ერთეულს.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის და სახელმწიფო ხაზინის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო ხაზინის დებულებებით და წინამდებარე დებულებით.

მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები
დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს:
ა) საქართელოს ეროვნულ ბანკთან ანგარიშსწორების განხორციელება ელექტრონული საგადასახადო საბუთების მეშვეობით;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტიდან გადმოცემული საგადახდო მოთხოვნების და საგადახდო დავალებების რეესტრების დამუშავება, შესაბამისი ელექტრონული საგადახდო დავალებების მომზადება და გაგზავნა საქართველოს ეროვნულ ბანკში გასანაღდებლად;
გ) ხაზინის ერთიან ანგარიშზე შიდა ოპერაციების განხორციელება;
დ) საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალური ხაზინების მიერ დარეგისტრირებული საგადახდო დავალებების წარდგენა კომერციულ ბანკებში ხაზინის ანგარიშებზე ოპერაციების განსახორციელებლად;
ე) ხაზინის ანგარიშებზე ამონაწერების დამუშავება და დაშვება საოპერაციო დეპარტამენტსა და რეგიონალურ ხაზინებზე;
ვ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა და ანგარიშგება;
ზ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების შესრულების ყოველდღიური, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშგების მომზადება;
თ) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის  გადასახდელების კონსოლიდირება და გადასახდელების შესრულების ყოველდღიური, კვარტალური და წლიური ანგარიშგების მომზადება;
ი) ხაზინის ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების მომზადება;
კ) ხაზინის ანგარიშებიდან თანხების ჩამოჭრაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების რეესტრის წარმოება;
ლ) საინკასო დავალებებით ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან ჩამოჭრილ თანხებზე მხარჯავი დაწესებულებების ინფორმირება;
მ) წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალური ხაზინების მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიღება და განხილვა;
ნ) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

მუხლი 3.
დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) ყოველი თვის ბოლოს და ასევე საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტიდან გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის და  საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების საგეგმო მაჩვენებლებზე და გამოყოფილი ასიგნებების შესახებ; ასევე ორგანიზაციებზე გასული წლების დავალიანებების დასაფარად გამოყოფილი ასიგნებების შესახებ;
ბ) ყოველი თვის ბოლოს და ასევე საჭიროების შემთხვევაში, საოპერაციო დეპარტამენტიდან და სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტიდან გამოითხოვოს, სახაზინო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში განთავსებული, ორგანიზაციების მიერ გასული წლების დავალიანებების დაფარვის შესახებ ინფორმაცია;
გ) ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხებისა და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტიდან გამოითხოვოს ინფორმაცია დეპოზიტებზე;
დ) ყოველი თვის ბოლოს საოპერაციო დეპარტამენტიდან გამოითხოვოს ინფორმაცია უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების ფარგლებში ხაზინის სავალუტო ანგარიშიდან ბიუჯეტში გადატანილი და ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების შესახებ;
ე) საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა უცხოურ ვალუტაში ხაზინის სავალუტო ანგარიშზე საბიუჯეტო სახსრების სახით რიცხული სახსრების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვოს საოპერაციო დეპარტამენტიდან და რეგიონალური ხაზინებიდან.

 მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  სახაზინო სამსახურის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის მუშაობას და პასუხს აგებს დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სამმართველოებს შორის და ახდენს მათი მუშაობის კოორდიანცაის; 
დ) ხელს აწერს და ვიზას აძლევს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) ანგარიშვალდებულია სახაზინო სამსახურის უფროსის წინაშე  დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს უფროსის მოადგილე.
   
მუხლი 5.
დეპარტამენტის სტრუქტურა
1.  დეპარტამენტი შედგება შემდეგი სამმართველოებისაგან:
 ა) ანგარიშსწორების სამმართველო;
 ბ) ანგარიშგების სამმართველო.  
2. სამმართველოების მუშაობას ხელმძღვანელობენ, კოორდინაციას უწევენ და სამმართველოს თანამშრომლებს შორის სამუშაოს ანაწილებენ  სამმართველოს უფროსები.
3. ანგარიშსწორების სამმართველოს ფუნქციებია:
ა)    საქართელოს ეროვნულ ბანკთან ანგარიშსწორების განხორციელება ელექტრონული საგადასახადო საბუთების მეშვეობით;
ბ)    სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტიდან გადმოცემული საგადახდო მოთხოვნების და საგადახდო დავალებების რეესტრების დამუშავება, შესაბამისი ელექტრონული საგადახდო დავალებების მომზადება და გაგზავნა საქართველოს ეროვნულ ბანკში გასანაღდებლად;
გ) ხაზინის ერთიან ანგარიშზე შიდა ოპერაციების განხორციელება;
დ) საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალური ხაზინების მიერ დარეგისტრირებული საგადახდო დავალებების წარდგენა კომერციულ ბანკებში ხაზინის ანგარიშებზე ოპერაციების განსახორციელებლად;
ე) ხაზინის ანგარიშებზე ამონაწერების დამუშავება და დაშვება საოპერაციო დეპარტამენტსა და რეგიონალურ ხაზინებზე;
4.    ანგარიშგების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა და ანგარიშგება;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების შესრულების ყოველდღიური, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშგების მომზადება;
გ) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის  გადასახდელების კონსოლიდირება და გადასახდელების ყოველდღიური, კვარტალური და წლიური ანგარიშგების მომზადება;
დ) ხაზინის ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების მომზადება;
ე) ხაზინის ანგარიშებიდან თანხების ჩამოჭრაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების რეესტრის წარმოება;
ვ) საინკასო დავალებებით ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან ჩამოჭრილ თანხებზე მხარჯავი დაწესებულებების ინფორმირება;
ზ) წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალური ხაზინების მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიღება და განხილვა;

 

დანართი № 6

აღრიცხვის მეთოდოლოგიის და ანალიზის დეპარტამენტის დებულება



მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში - სახაზინო სამსახური) აღრიცხვის მეთოდოლოგიის და ანალიზის დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) წარმოადგენს სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ერთეულს.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის და სახელმწიფო ხაზინის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო ხაზინის დებულებებით და წინამდებარე დებულებით.

მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები
დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების აღრიცხვისა და ანგარიშგების მეთოდოლოგიის, ფორმების და წესების შემუშავება;
ბ) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთო მეთოდოლოგიის, დებულებების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების, ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების და ანგარიშგების ფორმების, ნორმების და წესების პროექტების შემუშავება;
გ) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგებისადმი მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობისა და მონიტორინგის საკითხებზე წინადადებების მომზადება;
დ)  სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების კვარტალური და წლიური ნაერთი ბუღალტრული ანგარიშების (ბალანსი და ბალანსის დანართი ფორმების) მიღება, შემოწმება, ანალიზი და ანგარიშის შედგენისას დაშვებული არსებითი შეცდომების და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირება;
დ1) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება; (22.02.2010 N117)
ე)  შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებებიდან საჭიროების შემთხვევაში დაზუსტების მიზნით გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ნაერთ ბუღალტრულ ანგარიშგებასთან დაკავშირებით; 
ბ) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული და სახაზინო სამსახურში წარმოდგენილი შიდა აღრიცხვის წესების პროექტთან დაკავშირებით მოამზადოს წინადადებები პროექტის ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდოლოგიასთან შესაბამისობის შესახებ;
გ) საჭიროების შემთხვევაში, მხარჯავი დაწესებულებების ნაერთი ბუღალტრული ანგარიშგების მონაცემების დასაზუსტებლად,  გამოითხოვოს სახაზინო სამსახურის დეპარტამენტებიდან  ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ განხორცილებულ გადახდებთან დაკავშირებით.
 
მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს   საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  სახაზინო სამსახურის უფროსი.
2.  დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის მუშაობას და პასუხს აგებს            დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე.
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სამმართველოებს შორის და           ახდენს მათი მუშაობის კოორდიანცაის; 
დ) ხელს აწერს და ვიზას აძლევს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის           ამაღლების, მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინური         პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) ანგარიშვალდებულია სახაზინო სამსახურის უფროსის წინაშე დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
3.  დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს უფროსის მოადგილე.

მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა
1.  დეპარტამენტი შედგება შემდეგი სამმართველოებისაგან:
ა)  აღრიცხვის მეთოდოლოგიის სამმართველო;    
ბ)  ნაერთი ბალანსის სამმართველო.    
2. სამმართველოების მუშაობას ხელმძღვანელობენ, კოორდინაციას უწევენ  და სამმართველოს თანამშრომლებს შორის სამუშაოს ანაწილებენ  სამმართველოს უფროსები.
3. აღრიცხვის მეთოდოლოგიის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების აღრიცხვისა და ანგარიშგების მეთოდოლოგიის, ფორმების და წესების შემუშავება;
ბ) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთო მეთოდოლოგიის, დებულებების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების, ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების და ანგარიშგების ფორმების, ნორმების და წესების პროექტების შემუშავება;
გ) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგებისადმი მეთოდოლოგიური ხელმძღანელობისა და მონიტორინგის საკითხებზე წინადადებების მომზადება;
დ) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ შიდა აღრიცხვის წესებზე მომზადებული პროექტების განხილვა და წინადადებების მომზადება მეთოდოლოგიასთან შესაბამისობის თაობაზე.
ე) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება; (22.02.2010 N117)
4. ნაერთი ბალანსის სამმართველოს ფუნქციებია:
 ა) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების კვარტალური და წლიური ნაერთი ბუღალტრული ანგარიშების (ბალანსი და ბალანსის დანართი ფორმების) მიღება, შემოწმება, ანალიზი;
ბ) ბუღალტრული ანგარიშის შედგენისას დაშვებული არსებით შეცდომებზე და დარღვევებზე მხარჯავი დაწესებულების ინფორმირება და ანგარიშის დასაზუსტებლად წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაციების განხილვა და შედარება ანგარიშშთან;
გ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების კვარტალური და წლიური ნაერთი ბუღალტრული ანგარიშების (ბალანსი და ბალანსის დანართი ფორმების) საფუძველზე ნაერთი დანართი ფორმების შედგენა;
დ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების კვარტალური და წლიური ნაერთი ბუღალტრული ანგარიშების (ბალანსი და ბალანსის დანართი ფორმების) განხილვის შედეგებზე ინფორმაციის მომზადება.

 

დანართი №7

ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება

 


მუხლი 1.  ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში - სახელმწიფო ხაზინა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) წარმოადგენს სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის და სახაზინო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებებით და წინამდებარე დებულებით.

მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ხაზინის სისტემის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადება, სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სახელმწიფო ხაზინის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შესყიდვების განხორციელება;
ბ1) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება; (22.02.2010 N117)
გ) სახელმწიფო ხაზინის ადამიანური რესურსების მართვა, ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ორგანიზება და ჩატარება, საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება, მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, სახელმწიფო ხაზინის მოსამსახურეთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შეგროვება, შესაბამის ორგანოებში ჩაბარების ორგანიზება;
დ) სახელმწიფო ხაზინის საქმისწარმოების ორგანიზება და წარმართვა;
ე) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული მასალების საქმისწარმოება;
ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, დაინტერესებულ პირთა უზრუნველყოფა საჯარო ინფორმაციით;
ზ) სახელმწიფო ხაზინის საჯარო მოსამსახურეთა დისციპლინის პერიოდულად შემოწმება და წინადადებების მომზადება სახაზინო სამსახურის უფროსთან წარსადგენად;
თ) სახელმწიფო ხაზინის ცენტრალურ აპარატში შინაგანაწესის დაცვის კონტროლი;
ი) საარქივო საქმიანობის წარმართვა.

მუხლი
3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი (შემდგომში - მინისტრი) სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;        
გ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე;
დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სამმართველოებს შორის და ახდენს მათი მუშაობის კოორდინაციას;
ე) ხელს აწერს საანგარიშსწორებო საბუთებზე კომპეტენციის ფარგლებში;
 ვ) უზრუნველყოფს შრომის შინაგანაწესის დაცვის კონტროლს;  
ზ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და პასუხისმგებელია მათ სისწორეზე;
თ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ინვენტარისა და მასალების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) ანგარიშვალდებულია სახაზინო სამსახურის უფროსის წინაშე და პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
3.  დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას, დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში;
ბ) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
გ) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას.
4. დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალ სამმართველოს უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახაზინო სამსახურის უფროსი.
5. დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალი სამმართველოს უფროსები ხელმძღვანელობენ სამმართველოს, უშუალოდ ემორჩილებიან დეპარტამენტის უფროსსა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე, ასრულებენ მათ დავალებებს და ამ დებულებით სტრუქტურული ერთეულებისათვის განსაზღვრულ ამოცანებს და კოორდინაციას უწევენ სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას.

მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტის შემადგენლობაშია ორი სამმართველო:
ა) ფინანსური და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.
2. ფინანსური და მატერიალური უზრუნველყოფის სამართველოს ფუნქციებია:
ა) გასული წლისა და საანგარიშგებო წლის 6 თვის შედეგების ანალიზის საფუძველზე, მომავალი წლის ბიუჯეტის განაცხადის შედგენა;
ბ) სახელმწიფო ხაზინისათვის დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური განწერის ფარგლებში სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატისა და რეგიონალური ხაზინების საფინანსო გეგმის შედგენა;
გ) სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატისათვის გამოყოფილი სახრების მიზნობრივ ხარჯვაზე კონტროლის დაწესება;
გ1) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება; (22.02.2010 N117)
დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,  სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის შრომის ანაზღაურებისა და სოციალური ანარიცხების კვარტალური განაცხადის და ვალდებულებების დოკუმენტების შედგენა;
ე) სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება;
ვ) სახელმწიფო ხაზინის საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფა;
 ზ) საბუღალტრო დოკუმენტების წარმოების, გაფორმების, შენახვისა და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარების უზრუნველყოფა;
თ) ცენტრალური აპარატისა და ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ნაერთი ბუღალტრული ანგარიშგების შედგენა;
ი) სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებისა და სხვა გასაცემი თანხების დროულად დარიცხვისა და გაცემის უზრუნველყოფა;
 კ) სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმების და ფაქტიური მაჩვენებლების, გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის მომზადება და გაგზავნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში;
ლ) სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;
მ) სასაწყობო მეურნეობის წარმოება და მისი ყოველთვიური ინვენტარიზაციის განხორციელება;
ნ) სახელმწიფო ხაზინის ცენტრალურ აპარატში დაშვებული ლიმიტების შესაბამისად, საწვავის მიზნობრივ ხარჯვის უზრუნველყოფა, სათადარიგო ნაწილების გაცემა და ჩამოწერა საწყობის მეშვეობით;
ო) სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმართვა და საკანცელარიო საქონლის ხარჯვაზე კონტროლის დაწესება;
პ) სახელმწიფო ხაზინის ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა;
ჟ) სახელმწიფო ხაზინის დამხმარე პერსონალის ზედამხედველობა და კონტროლი, აგრეთვე მათი საჭირო მასალებითა და ინვენტარით უზრუნველყოფა.
4. საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად დოკუმენტებზე მუშაობის სწორი ორგანიზება და კონტროლი, დოკუმენტების არქივში გადასაცემად მომზადების ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
ბ) სახელმწიფო ხაზინაში შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავების, რეგისტრაციის, განაწილების და სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელობისათვის წარდგენის ორგანიზება;
გ) სახაზინო სამსახურის უფროსის მიერ ხელმოწერილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათანადო რეგისტრაციის, აღრიცხვისა და შენახვის უზრუნველყოფა;
დ) გასაგზავნი კორესპონდენციების დამუშავება და დროულად გაგზავნა ადრესატებთან;
ე) სახაზინო სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილეების რეზოლუციების შესაბამისად  კორესპოდენციების გადაცემა ადრესატებზე;
ვ) საქმეთა ნომენკლატურის შემუშავების, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზების უზრუნველყოფა;
ზ) საქმის წარმოების მუშაობისათვის განკუთვნილი ბეჭედისა და სარეგისტრაციო შტამპების გამოყენება და შენახვა;
თ) საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების ასლების დამოწმება ხელმოწერითა და ბეჭდით;
ი)კომპეტენციის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
კ) სახელმწიფო ხაზინის სისტემაში, საჯარო სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის გატარების უზრუნველყოფა;
ლ) სახელმწიფო ხაზინის სისტემაში, ადამიანური რესურსების  მართვის სტრატეგიისა და ერთიანი საკადრო პოლიტიკის შემუშავება, ადამიანური რესურსების განვითარების პერმანენტული პროცესის განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;
მ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სახაზინო სამსახურის  უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება, სახელმწიფო ხაზინის სისტემის მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების, გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესების, წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ;
ნ) სახელმწიფო ხაზინის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადებისა და გაფორმების უზრუნველყოფა;
ო)  სახელმწიფო ხაზინის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოების განხორციელება;
პ) სახელმწიფო ხაზინის შინაგანაწესის პროექტის მომზადება და სახაზინო სამსახურის უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა,  მის შესრულებაზე  კონტროლის განხორციელება, სახელმწიფო ხაზინის საჯარო მოსამსახურეთა დისციპლინის პერიოდულად შემოწმება და წინადადებების მომზადება სახაზინო სამსახურის უფროსთან წარსადგენად;
ჟ) დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო ხაზინის სისტემის მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭებისათვის მასალების მომზადება;
რ) სახელმწიფო ხაზინაში ახალგაზრდა სპეციალისტების მიერ სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის ორგანიზაციულ უზრუნველყოფისა და სტაჟირების გავლის კონტროლის განხორციელება;
ს) მონაწილეობის მიღება სახელმწიფო ხაზინის სისტემის საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზებაში და ატესტაციის შედეგების ასახავა მოსამსახურეთა პირად საქმეებში;
ტ) დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო ხაზინის სისტემის მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება, სახაზინო სამსახურის უფროსის დავალებათა შესაბამისად, მასალების მომზადება რეზერვიდან კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით;
უ) სახელმწიფო ხაზინის სისტემის მოსამსახურეებისათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემა, მრავალჯერადი და ერთჯერადი საშვების გაცემა;
ფ) სახელმწიფო ხაზინის სისტემის მოსამსახურეთა შვებულებების გრაფიკის შედგენა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა.
ქ) სახელმწიფო ხაზინის არქივის, დოკუმენტების აღრიცხვის, მიღების და შენახვის უზრუნველყოფა დებულების შესაბამისად.

 

დანართი № 8

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულება



მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინები (შემდგომში - რეგიონალური ხაზინები) წარმოადგენენ საქართველს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში-სახელმწიფო ხაზინა) ტერიტორიულ ორგანოებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების აღრიცხვას და ანგარიშგებას.
2. რეგიონალური ხაზინები ანგარიშვალდებულნი არიან სახაზინო სამსახურის  უფროსის წინაშე.
3 რეგიონალური ხაზინების შექმნის შესახებ, გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. რეგიონალური ხაზინების საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს წინამდებარე ტიპური დებულება, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.   
4. სახელმწიფო ხაზინის დაქვემდებარებაში მყოფი ხაზინებია:
ა) რეგიონალური ხაზინა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;
ბ) რეგიონალური ხაზინა შიდა ქართლში;
გ) რეგიონალური ხაზინა ქვემო ქართლში;
დ) რეგიონალური ხაზინა კახეთში;
ე) რეგიონალური ხაზინა იმერეთში;
ვ) რეგიონალური ხაზინა სამეგრელო-ზემო სვანეთში;
ზ) რეგიონალური ხაზინა გურიაში;
თ) რეგიონალური ხაზინა მცხეთა-მთიანეთში;
ი) რეგიონალური ხაზინა სამცხე-ჯავახეთში;
კ) რეგიონალური ხაზინა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში;
ლ) ქ. ფოთის ხაზინა.
5. რეგიონალური ხაზინები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით და წლიური საბიუჯეტო კანონით, საქართველოს კანონებით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის და სახაზინო სამსახურის  უფროსის  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებითა და წინამდებარე ტიპური დებულებით. (30.12.2009 N 898)
6. რეგიონალური ხაზინების საშტატო ნუსხას ამტკიცებს სახაზინო სამსახურის უფროსი. რეგიონალური ხაზინების უფროსებს და მათ მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშანავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით.
7. რეგიონალური ხაზინებს აქვთ ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავიანთი დასახელებით, შესაბამისი ანგარიშები ბანკებში.
8. რეგიონალური ხაზინების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

მუხლი 2. რეგიონალური ხაზინების ფუნქციები
რეგიონალური ხაზინების ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულება და რეგიონში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების უზრუნველყოფა სათანადო დაფინანსებით, წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული და სახელმწიფო ხაზინის მიერ დაშვებული კვარტალური და ყოველთვიური გეგმების შესაბამისად;
ბ) რეგიონში სახელმწიფო  ბიუჯეტის ფულადი სახსრების მართვა;
გ) რეგიონში სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა და სახელმწიფო ხაზინაში წარდგენა;
დ) რეგიონალური ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ვალდებულებებისა და საგადახდო მოთხოვნების მიღება-შემოწმება, დარეგისტრირება და სახელმწიფო ხაზინის  სახელმწიფო  ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის  დეპარტამენტში  წარდგენა დასამტკიცებლად;
ე) მის მომსახურებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ოპერატიული ფინანსური გეგმის შესრულების ანგარიშის შედგენა, რომელსაც წარადგენენ სახელმწიფო ხაზინაში;
ვ) რეგიონალური ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე სახელმწიფო ხაზინის სავალუტო ანგარიშებზე ოპერაციების განხორციელება.
 
მუხლი. 3. რეგიონალური ხაზინების უფლებამოსილებანი
1. ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით რეგიონალური ხაზინა უწევს მას ტექნიკურ მომსახურებას სახაზინო ოპერაციების, აგრეთვე ანგარიშებისა და მოხსენებების მომზადებისათვის;
2. მიაწოდოს ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებს, აგრეთვე საბიუჯეტო სახსრების მიმღები ორგანიზაციების ხელმძღვანელებს საბიუჯეტო პროცესის მიმდინარეობის შესახებ;
3. მოითხოვოს მომსახურებაზე მყოფი დაწესებულებებიდან (ორგანიზაციებიდან) კვარტალური ხარჯთაღრიცხვები;
4. რეგიონალური ხაზინები საფინანსო ოპერაციებს ახორციელებენ ბიუჯეტის სახსრების მიმღები ორგანიზაცია-დაწესებულებების დავალებით.

მუხლი 4. რეგიონალური ხაზინების ხელმძღვანელობა
1. რეგიონალურ ხაზინას ჰყავს უფროსი, რომელიც ორგანიზაციას უწევს   რეგიონალური ხაზინის მუშაობას, პასუხისმგებელია სახელმწიფო ხაზინაზე დაკისრებული ამოცანების გადაჭრასა და ფუნქციების შესრულებაზე.
2. რეგიონალური ხაზინის უფროსი ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის.
3. რეგიონალური ხაზინის უფროსი, სახელმწიფო ხაზინის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოადგენს სახელმწიფო ხაზინის ინტერესებს სახელმწიფო ორგანოებსა და სასამართლოებში.
4. რეგიონალური ხაზინის უფროსი ხელს აწერს მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ყველა დოკუმენტებს, ხოლო ფულად საანგარიშსწორებო დოკუმენტებს მთავარ ბუღალტერთან ერთად. პასუხისმგებელია რეგიონალური ხაზინის საქმიანობაზე და ანგარიშვალდებულია სახაზინო სამსახურის უფროსის წინაშე.
5. რეგიონალური ხაზინის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც რეგიონალური ხაზინის უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
         
მუხლი 5.
რეგიონალური ხაზინების სტრუქტურა
1. რეგიონალური ხაზინების სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მომსახურების განყოფილება;
ბ) ბუღალტერია.
2. რეგიონალური ხაზინის სტრუქტურული ერთეულების უფროსებსა და საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახაზინო სამსახურის უფროსი.