საგადასახადო აღრიცხვა (რეგისტრაცია)

         თქვენ  შეგიძლიათ დადგეთ აღრიცხვაზე  გადასახადის გადამხდელად ერთ დღეში თუ შეავსებთ საჭირო დოკუმენტაციას და წარადგენთ შესაბამის სგადასახადო ორგანოში. 
         გადასახადის გადამხდელები  საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) აყვანილად ითვლებიან მათი შესაბამის რეესტრში შეტანის, საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების, და საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) შესაბამისი მოწმობის გაცემის შემდეგ.
        გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილება წარმოიშობა მხოლოდ მათი შესაბამის რეესტრში შეტანის და საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) შესახებ მოწმობის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) გამოცემის მომენტიდან.

       „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში 2009 წლის  25 დეკემბერს განხორციელებული  ცვლილებების შემდეგ საგადასახადო ორგანოს ნაცვლად მეწარმე სუბიექტების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი  –  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.


საგადასახადო აღრიცხვის გზამკვლევი  

გადმოწერა
გადასახადის გადამხდელის (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო აღრიცხვა
ფიზიკური პირის  საგადასახადო აღრიცხვა
გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მოწმობა
ყურადღება:
     საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრაციის და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების პროცედურა შიშეტანილი იქნა ცვლილებები. კერძოდ:  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში რეგისტრირებული იურიდიული პირების საიდენტიფიკაციო ნომერი იწყება ციფრით – 4, ხოლო ინდივიდუალური მეწარმის ციფრით –3. საიდენტიფიკაციო  ნომრის ფორმირების პრინციპი დარჩა უცვლელი.

საგადასახადო ორგანოს რეგიონალური ცენტრის მისამართები და საკონტაქტო ტელეფონები
რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში განმცხადებელს უბრუნდება სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია. საგადასახადო ორგანოს უარი რეგისტრაციაზე შეიძლება გასაჩივრდეს მარეგისტრირებელი ორგანოს ზემდგომ ორგანოში ან სასამართლოში დადგენილი წესის შესაბამისად.
შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 077. ზარი უფასოა