საგადასახადო კალენდარი

 
საშემოსავლო
მოგება
დღგ
აქციზი
ქონება
ბუნებრივი რესურსები
სათამაშო ბიზნესი
საქველმოქმედო ორგანიზაცია

საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას  გადახდის წყაროსთან განაცემების დაბეგვრის თაობაზე წარადგენს:

პირი, რომელიც დაქირავებულ ფიზიკურ პირებს უხდის ხელფასს, პენსიას (გარდა სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში გაცემული პენსიისა), სტიპენდიას (გარდა სახელმწიფო სტიპენდიისა), პირს უხდის დივიდენდს, გაწეულ მომსახურებას უნაზღაურებს გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებს, შესაბამის თანხებს უხდის არარეზიდენტებს, გასცემს მოგებებს (მათ შორის ნივთმოგებებს);

საბროკერო კომპანია, რომელიც გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული პირის ფასიანი ქაღალდების რეალიზაციის შემთხვევაში გასცემს ასეთი რეალიზაციით მიღებულ ნამეტ შემოსავალს.

გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადები ბიუჯეტში გადახდას ექვემდებარება თანხის (მოგებების) გადახდისთანავე (გაცემისთანავე), ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

 
მეწარმე ფიზიკური პირი იხდის საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელებს
ფიზიკური პირი წარადგენს საშემოსავლო გადასახადის 2009 წლის დეკლარაციას და ამავე ვადაში იხდის კუთვნილ დაზუსტებულ გადასახადს.
 
პირი, რომელიც გადახდის წყაროსთან გადასახადების დაკავებას ახორციელებს, დეკლარაციის გარდა, საგადასახადო ორგანოში წარადგენს ინფორმაციას 2009 წლის მიხედვით ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის N22 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით განსაზღვრული დეკლარაციის “ბ” დანართის შესაბამისად.
 
შენიშვნა: თარიღები მითითებულია საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისათვის დაწესებული ბოლო ვადის გათვალისწინებით.