2023 წლის 12 სექტემბერს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონები გაიმართება.
2023 წლის 12 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებებს (GETD24912451) და 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 11 წლის საწყისი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციებს (GETC34713346) განათავსებს.