80 მომხრით საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა



საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს, რომელიც სესიაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით, 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განისაზღვრა 10%-ის ოდენობით. 2021 წლისთვის განახლებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი შეადგენს 58,5 მლრდ ლარს, ნაცვლად გასული ივლისის პროგნოზით არსებული 57,2 მლრდ ლარისა.

დეფიციტის მაჩვენებელი შემცირებულია და პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 6.7%-ს შეადგენს (თავდაპირველი გეგმით გათვალისწინებული იყო 7.7%)

2021 წლის ბოლოსთვის, საქართველოს მთავრობის ვალისთვის დადგენილი ზღვრული მოცულობა აღარ აჭარბებს კანონით განსაზღვრულ 60%-იან ზღვარს, მათ შორის, მთავრობის ვალი შეადგენს 51,1%

დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი იზრდება 166,1 მლნ ლარით და შეადგენს 18 099,1 მლნ ლარს.

სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად შეადგენს 19 796,1 მლნ ლარს, რაც დამტკიცებული გეგმასთან შედარებით გაზრდილია 297,4 მლნ ლარით. ზრდა ძირითადად გამოწვეულია COVID-19-თან დაკავშირებული ჯანდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 6 468,9 მლნ ლარით, რაც დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 376,0 მლნ ლარით. აღნიშნული ზრდა მთლიანად წარმოადგენს პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას, რაც მოიცავს საწოლების მობილიზებას, ინფიცირებულთა მკურნალობას, ტესტირების ხარჯებს და პანდემიის მართვაში ჩართული სამედიცინო პერსონალის დანამატების ანაზღაურებას, ასევე ვაქცინაციის მოცვის გაზრდისთვის წამახალისებელი პროგრამის დაფინანსებას (60 წლის და მეტი ასაკის პირთა ანაზღაურება ვაქცინაციის შემთხვევაში) აღსანიშნავია, რომ დამატებით გამოყოფილი თანხიდან 250,0 მლნ ლარამდე არის უკვე შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით იზრდება 60.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 990.0 მლნ ლარის ოდენობით. ზრდა გათვალისწინებულია თავდაცვის უწყებაში წარმოქმნილი დეფიციტის დასაფინანსებლად.

დაგროვებითი საპენსიო სქემის ფარგლებში სახელმწიფოს ვალდებულებების დასაფინანსებლად გამოყოფილი ასიგნებები იზრდება 16,0 მლნ ლარით და შეადგენს 236,0 მლნ ლარი. აღნიშნული ზრდა გამოწვეულია ქვეყანაში შრომის ანაზღაურების დაგეგმილთან შედარებით მაღალი ზრდით, რაც ასევე აისახა საშემოსავლო გადასახადის მობილიზებაზეც;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით მცირდება 57.6 მლნ ლარით და განისაზღვრება 585.2 მლნ ლარის ოდენობით. შემცირება გათვალისწინებულია შემდეგი მიმართულებებით:

„მეწარმეობის განვითარება“ პროგრამის ფარგლებში, საკრედიტო საგარანტიო სქემისთვის გამოყოფილი თანხა მცირდება 35.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 59.0 მლნ ლარის ოდენობით.
დასახლებული პუნქტების ინტერნეტიზაციის პროგრამის ასიგნებები (Log-in Georgia-WB) მცირდება 22.6 მლნ ლარით;

საერთო სასამართლოებისთვის გამოყოფილი ასიგნებები მცირდება 12,0 მლნ ლარით.

სავალუტო კურსების და საპროცენტო განაკვეთების ცვლილების შედეგად სახელმწიფო ვალების მომსახურებისა და დაფარვისთვის გათვალისწინებული ასიგნებები ჯამში მცირდება 85,0 მლნ ლარით, მათ შორის, საშინაო ვალის მომსახურება მცირდება - 20,0 მლნ ლარით; საგარეო ვალის მომსახურება მცირდება 50,0 მლნ ლარით; საგარეო ვალის დაფარვა მცირდება 15,0 მლნ ლარით.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

23აპრილი დღე თვე წელი
2024 22.04 01.04 01.01
  22.04 22.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 189.42 140.1 1 577.3
შემოსულობები : 113.0
1 602.67 919.1
მ.შ გადასახადები :100.7
1 393.76 606.0
გადასახდელები : 193.11 633.3
7 387.1
ნაშთი ბოლოს : 2 109.4 2 109.42 109.4

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა