2022 წლის 28 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N26 აუქციონზე გაიყიდა 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 249 650 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 10.099%, მაქსიმალური 10.190%, ხოლო საშუალო შეწონილი 10.133%.