ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 200 კმ საერთო სიგრძის შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია იგეგმება



დღესვე, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ ხელი მოაწერეს „შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტის“ დაფინანსების ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში საქართველო მიიღებს 75 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს.

პროექტი ითვალისწინებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 200 კმ საერთო სიგრძის შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციას, ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაძლებლობების გაუმჯობესებას პროექტის მართვისა და განხორციელების საკითხებში.

„აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და სტაბილური განვითარებისთვის, რადგან იგი ხელს შეუწყობს რეგიონების სწრაფ განვითარებასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, მცირე და საშუალო ბიზნესის, ტურიზმის, ასევე ეკონომიკის სხვა სექტორების წახალისებას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

„შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების ჩამონათვალი ჩვენ შევათანხმეთ თვითმმართველობებთან. მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში, დაიწყება ახალი მონაკვეთის - ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი, დაახლოებით, 15 კმ-იანი გზის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საჭირო ღონისძიებები. დაგეგმილია კვლევა, რომელიც მოიცავს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას გზების მოვლა-შენახვაში, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და ზოგადად, ხელს შეუწყობს რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა.

,,შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტი ადგილობრივი გზების მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. პროექტის მთავარი ბენეფიციარი ადგილობრივი მაცხოვრებელი, ბიზნესის სექტორი და ყველა ის მოქალაქეა, ვინც აღნიშნული გზებით ისარგებლებს. მათ ადგილობრივ ბაზარსა და მომსახურებებზე მეტი წვდომა ექნებათ, ასევე შეძლებენ გზებზე უფრო უსაფრთხოდ გადაადგილებას“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ.

„შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტი“ მსოფლიო ბანკის 2014-2017 წლების საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიის მთავარ მიმართულებებს შეესაბამება.

საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგია ორ ძირითად მიმართულებას ეფუძნება: ყოვლისმომცველი (ინკლუზიური) ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის სახელმწიფო მომსახურების მიწოდების გაუმჯობესება, ასევე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა, კერძო სექტორის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

29მარტი დღე თვე წელი
2024 28.03 01.03 01.01
  28.03 28.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 446.21 418.2 1 577.3
შემოსულობები : 122.61 729.15 498.3
მ.შ გადასახადები :10.1
1 353.04 527.0
გადასახდელები : 91.11 669.5
5 597.9
ნაშთი ბოლოს : 1 477.8 1 477.81 477.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა