კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგი



2016 წლის 20 სექტემბერს, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, საქართველოში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების წლიური ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო, რომელზეც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ჩართულობის მხრივ ყველაზე მაღალი ხარისხის მქონე კანონპროექტების ინიციატორ სახელმწიფო უწყებად დასახელდა და სერტიფიკატი გადაეცა.

საგრანტო პროექტი „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასება საქართველოში“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის, “მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მიზნად ისახავდა, შეეფასებინა კერძო სექტორის ჩართულობის ხარისხი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზეგავლენის მქონე კანონპროექტების მომზადების პროცესში.

კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის წარმატებული შემთხვევის მაგალითად დასახელდა მოგების გადასახადის რეფორმის მომზადების პერიოდში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობა კერძო სექტორთან. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო რეფორმაზე მუშაობის პროცესში, ფინანსთა სამინისტრომ რამდენიმე ათეული შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციასა და ორგანიზაციასთან.

მოგების გადასახადის რეფორმის მომზადებაში, ასევე, აქტიურად იყვნენ ჩართულები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პარტნიორი დონორი ორგანიზაციები, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის” (G4G) ექსპერტები, პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფ PMCG-ის ანალიტიკოსები, ასევე, ესტონელი კოლეგები. აღნიშნული შეხვედრების დროს, ბიზნესის მხრიდან ცალსახად დადებითად შეფასდა რეფორმის განხორციელება საქართველოში.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 2014 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2016 წლის 1-ელ სექტემბრამდე ინიცირებული 24 კანონპროექტი შეარჩია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, სერტიფიკატები გადაეცათ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის, რადგან ჩართულობა, მონაწილეობა და თანამშრომლობა ხელს უწყობს უფრო ეფექტიანი კანონებისა და პოლიტიკის გატარებას.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

09აგვისტო დღე თვე წელი
2022 08.08 01.08 01.01
  08.08 08.08
ნაშთი დასაწყისი : 1 054.51 070.1 881.4
შემოსულობები : 67.0376.311  031.1
მ.შ გადასახადები :58.9294.18 196.1
გადასახდელები : 77.4402.210 868.3
ნაშთი ბოლოს : 1 044.2 1 044.21 044.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აგვისტო>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2022 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა