აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (შორაპანი-არგვეთა) მონაკვეთის მშენებლობა იაპონიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება



4 სექტემბერს, საქართველოში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტარო კონოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ვიცე-პრეზიდენტმა, ნორიკო სუზუკიმ ხელი მოაწერეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის სასესხო შეთანხმებას.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (ფაზა 2)“ დასაფინანსებლად იაპონიის მთავრობა, JICA-ს მეშვეობით საქართველოს გამოუყოფს ფინანსურ რესურსს შეღავათიანი სესხის სახით, 38,735,000,000 იაპონური იენის (დაახლოებით 343 მლნ აშშ დოლარი) ოდენობით.

პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი რთული (შორაპანი-არგვეთა) მონაკვეთის საავტომობილო გზის (14.7 კმ) მშენებლობას. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული პროექტისთვის გამოყენებული იქნება იაპონური ტექნოლოგიები. პროექტის დასრულება იგეგმება 2023 წლის პირველ კვარტალში.

პროექტს განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით.

იაპონიის მთავრობა, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) სასესხო ინსტრუმენტების საშუალებით, საქართველოს მხარდაჭერას უწევს ისეთი პრიორიტეტული მიმართულებების კუთხით, როგორიცაა: ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საგანმანათლებლო და ტურიზმის სექტორი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის სექტორში იაპონიის მთავრობის მიერ განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობისა და სატრანზიტო პოტენციალის ზრდას.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

25აპრილი დღე თვე წელი
2024 24.04 01.04 01.01
  24.04 24.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 052.32 140.1 1 577.3
შემოსულობები : 51.8
1 714.98 031.3
მ.შ გადასახადები :45.9
1 504.66 716.9
გადასახდელები : 50.51 801.3
7 555.1
ნაშთი ბოლოს : 2 053.6 2 053.62 053.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა