ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე სანიტარული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლი გაუმჯობესდება



14 სექტემბერს, სასტუმროში რედისონ ბლუ ივერია, წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სანიტარული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის სტანდარტების ამაღლების პროექტის დასრულების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის I („დემოკრატია, კარგი მმართველობა და სტაბილურობა“) პლატფორმის საზღვრის ინტეგრირებული მართვის საფლაგმანო ინიციატივის საპილოტე პროექტი- - „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „წითელი ხიდი-სინიქ ქორპუ“ შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა“ სამწლიანი პროექტი საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებმა, ევროკავშირთან (EU) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით განახორციელეს.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ დუნდუამ, აზერბაიჯანის საბაჟოს სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ჯავად გასიმოვმა, ევროკავშირის ელჩმა აზერბაიჯანში კესტუტის იანკაუსკასმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელმა ვინსენტ რეიმ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ნილს სკოტმა , გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა აზერბაიჯანში გულამ ისჰაგზაიმ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა ტარიელ ჭულუხაძემ.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის მართვის უწყებების, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები წითელ ხიდზე გაემგზავრნენ და საზღვრის ორივე მხარეს სანიტარული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლისათვის განკუთვნილი ახალი ინფრასტრუქტურა - სასაზღვრო ინსპექციის სრულად აღჭურვილი პუნქტი საქართველოს მხარეს და ახალი საბაჟო ტერმინალი აზერბაიჯანის მხარეს დაათვალიერეს.

ახალი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი 6.5 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, სრულადაა აღჭურვილი სანიტარული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის განსახორციელებლად. ამასთან, ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, საქართველოს სასაზღვრო სისტემების შეფასება განხორციელდა. შეიქმნა ახალი თანამედროვე სასწავლო სისტემა საზღვრის მართვის უწყებების თანამშრომლებისათვის, ხოლო შემოსავლების სამსახურისა საბაჟო დეპარტამენტის 300-ზე მეტმა თანამშრომელმა საბაჟო კონტროლის პროცედურებისა და სურსათის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, სპეციალური სასწავლო კურსი გაიარა. ანალოგიური სამუშაოები ჩატარდა აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის აზერბაიჯანის მონაკვეთზეც.

წითელი ხიდის პროექტი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანი იყო: ღია და დაცული საზღვრის პრინციპების დანერგვა, აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრის მართვის უწყებების განვითარება, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავება, ვაჭრობისა და გადაადგილების ხელშეწყობა. პროექტის მთლიანმა ღირებულებამ 2.6 მილიონი ევრო შეადგინა. აქედან 2,128,000 ევრო ევროკავშირის დაფინანსებაა, ხოლო დარჩენილი თანხა კი საქართველოსა და აზერბაიჯანის თანაბარი თანამონაწილეობით შეივსო.

პროექტი აზერბაიჯანსა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლობების მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან და აზერბაიჯანის საბაჟოს სახელმწიფო კომიტეტთან თანამშრომლობით განახორციელეს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა