ფინანსთა სამინისტროში ფინანსთა მინისტრისა და ხორბლის გადამზიდავების შეხვედრა შედგა



დღეს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ავტოტრანსპორტით ხორბლის გადამზიდავი მეწარმეებისა და მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა.  
 
ფინანსთა მინისტრმა მათ გააცნო ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება - 2019 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდეს ფინანსთა მინისტრის ბრძანების ამოქმედების ვადა, რომლის მიხედვითაც ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა/გატანა ქვეყნის საბაჟო ტერიტორიის გავლით ცალკეულ შემთხვევაში დასაშვები ხდება მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანხმობით, სხვა შემთხვევაში, აღნიშნული საქონლის ექსპორტ/იმპორტი შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი საბაჟო-გამშვები პუნქტების გავლით.
 
ფინანსთა მინისტრმა ავტოტრანსპორტით ხორბლის გადამზიდავ მეწარმეებსა და მძღოლებს ბრძანების ამოქმედებამდე დარჩენილ პერიოდში, შესთავაზა საინიციატივო ჯგუფისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით შეიქმნას  სამუშაო ჯგუფი, რომელიც ერთობლივად დაიწყებდა მუშაობას ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის შემოტანასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისა და საბოლოოდ ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
 
„ჩვენ კვლავ მზად ვართ მოლაპარაკებებისა და პრობლემის მოგვარებისთვის. ვფიქრობთ, პირველ იანვრამდე საკმარისი დროა იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს საკითხი და მოვძებნოთ ყველასთვის უმტკივნეულო და მისაღები ვარიანტი. გაძლევთ პირობას, თქვენ გარეშე არც ერთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. მჯერა, რომ მივაღწევთ შეთანხმებას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
 
მან შეხვედრის მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, გაფორმების ეკონომიკურ ზონას მისცენ მუშაობის განახლების საშუალება და დიალოგი გაგრძელდეს კონსტრუქციულ რეჟიმში. 

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 24სექტემბერი დღე თვე წელი
2020 23.09 01.09 01.01
  23.09 23.09
ნაშთი დასაწყისი : 2 013.82 293.3 443.7
შემოსულობები : 23.0882.112 301.8
მ.შ გადასახადები :19.6716.26 890.8
გადასახდელები : 51.31 189.910 759.9
ნაშთი ბოლოს : 1 985.5 1 985.51 985.5

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<სექტემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

მოქალაქის გზამკვლევი
2020 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა