ივანე მაჭავარიანი: მიღებულია გადაწყვეტილება ერთი წლით გადავადდეს ხორბლის იმპორტთან დაკავშირებული შემზღუდავი რეგულაციების ამოქმედება



ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთი წლით გადავავადოთ ბრძანების ამოქმედება, რომლის მიხედვითაც იზღუდება ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა/გატანა ქვეყნის საბაჟო ტერიტორიის გავლით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე შეკრებილ ხორბლის იმპორტიორებთან და მძღოლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, თუ რა ფორმით მოხდება შეზღუდვების ამოქმედება, სამომავლო მოლაპარაკებების საგანია.

"ფინანსთა მინისტრის ბრძანების ვადა 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე გადავადდა. ჩვენ რასაკვირველია გავითვალისწინეთ ბატონი ჯანო ამყოლაძის ასეთი ემოციური გადაწყვეტილება. მადლობაც გადავუხადეთ, რომ მოგვისმინა და ჩამოვიდა. ამავდროულად, გავითვალისწინეთ ყველა მძღოლის მდგომარეობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთი წლით გადავავადოთ ამ შეზღუდვის ამოქმედება. ამის შემდეგ მომავალში შეზღუდვა სეზონური იქნება თუ სხვა ტიპის, ერთად გავივლით მძღოლებთან. ერთი წელი საკმარისზე მეტი ვადაა, რომ ჩვენ სამომავლოდ ისე გავაკეთოთ, რომ ეს ხალხიც არ დარჩეს ქუჩაში, მაგრამ ყოველწლიურად მზარდი ტურისტული ნაკადიც ასევე, შევინარჩუნოთ და არ ვავნოთ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილების შემდეგ, ხორბლის გადამზიდავებმა და მძღოლებმა შეწყვიტეს თბილისის გეზ-ში მიმდინარე საპროტესტო აქცია.

უახლოეს პერიოდში თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა სრულად აღადგენს მუშაობას.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა